ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

LG-მ დააანონსა სმარტფონი Velvet

კომპანია LG-მ გასულ თვეში განაცხადა, რომ აპირებს G ხაზის დახურვას, რომლის ფარგლებში თითქმის ათი წლის მანძილზე უშვებდა ფლაგმანურ სმარტფონებს. ამ სერიაში პირველი გახლდათ LG Optimus G, ბოლო კი – LG G8 ThinQ. ამჟამად სამხრეთკორეულმა კომპანიამ დააანონსა მოდელების ახალი სერია. მას ეწოდება LG Velvet, მსგავსი სახელწოდების პირველი სმარტფონის პრეზენტაცია კი შედგება მიმდინარე წლის 15 მაისს. 

image.png

სმარტფონის მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა პირველი ოფიციალური რენდერების მეშვეობით შესაძლებელია ახალი მოწყობილობის დიზაინის შეფასება. LG Velvet-ის დისპლეის გვერდების შეფარდებაა 21:9, აქვს გვერდებზე გადასული ეკრანი და მრგვალი ჭრილი მარცხენა ზედა კუთხეში ფრონტალური კამერის ქვეშ. 

სმარტფონის დიზაინს სრულიად უნიკალურს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ბაზარზე არსებული მოწყობილობებისგან გარკვეულწილად მაინც განსხვავებულია. მარჯვენა მხარეს განთავსებულია მხოლოდ კვების ღილაკი, მარცხენა მხარეს კი მოცემულია ღილაკები ხმის მართვისა და ხმოვანი ასისტენტის გამოძახებისთვის. 

LG Velvet-ს აქვს ThinQ AI ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა. უკანა პანელზე განთავსებული სამი მოდულისგან შემდგარი ძირითადი კამერა. სენსორების პარამეტრები უცნობია, თუმცა შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება დღესდღეობით არსებული ყველაზე უნივერსალური ნაკრები: ფართოკუთხიანი მოდული, ძირითადი მოდული და ტელეობიექტივი. კამერის ქვეშ მოცემულია ფლეშ-განათება. 

The Verge-ის მონაცემების თანახმად LG Velvet-ს ექნება 7-ნანომეტრიანი მობილური პროცესორი Snapdragon 765G. მას აქვს 1.8-2.4 გჰც სიხშირის მქონე ბირთვები, გრაფიკული ამაჩქარებელი Adreno 620 და მოდემი X52 მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერისთვის. 

image.png

წინასწარი მონაცემებით სმარტფონი გაიყიდება დაახლოებით 700 აშშ დოლარად. ხელმისაწვდომი იქნება ლურჯი, იისფერი, ვერცხლისფერი, შავი და წითელი მოდელები. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button