რჩევებიჯანმრთელობა

სამკურნალო კისელი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ზამთრის დადგომამდე იმუნიტეტის გაძლიერებაში, ნაწლავების და სისხლძარღვების გაწმენდაში დაგეხმარებათ სამკურნალო კისელი, რომელიც მზადდება თაფლით და ლიმონის წვენით. გარდა ამისა, ასეთი კისელი ხელს უწყობს წონაში დაკლებას.

ინგრედიენტები:

1 ლ წყალი, 1 ლიმონი, შაქარი გემოვნებით, 5 ს.კ. სახამებელი, 100 გ თაფლი.

რეცეპტის დამზადება:

1 ლიმონის კანი გახეხეთ და მოათავსეთ ცხელ წყალში 30 წუთით. შემდეგ გაწურეთ და გემოვნებით დაუმატეთ შაქარი, დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და დაამატეთ წინასწარ გახსნილი სახამებელი. შემდეგ ისევ მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. თბილ მდგომარეობაში დაამატეთ 3 ჩ.კ. ლიმონის წვენი და თაფლი. გააციეთ და კისელი მზადაა!

თაფლის და ლიმონის კისელი არა მხოლოდ წმენდს სისხლძარღვთა სისტემას და ნაწლავებს, არამედ შესანიშნავი საშუალებაა გაციების პროფილაკტიკისთვის შემოდგომა -ზამთრის პერიოდში.

წყარო: etanews.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button