სურათები

2011 წლის ყველაზე ემოციური ფოტოები


11 მარტის ცუნამის შემდეგ იაპონიის სანაპიროზე მორევი წარმოიქმნა.


ცუნამის გამო გემი სახელად “ჰამა იური” (Hama Yuri) სანაპიროდან 400 მეტრის მოშორებით გამოირიყა და როგორღაც დაბალანსდა ორსართულიან სახლზე.


1-ლ მაისს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფი ოსამა ბინ ლადენის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციის შესახებ სიახლეებს იღებს.


იმ ადგილიდან, სადაც ერთ დროს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი კოშკები იდგა, სინათლის ორი სვეტია აღმართული 9/11-ის 10 წლისთავის აღსანიშნავად.


ნიუ-იორკელი 76 წლის ფილის სიგელი (მარცხნივ) და 84 წლის კონი კიპელოვი (მარჯვნივ) ერთმანეთს ეხვევიან მას შემდეგ, რაც იქცნენ პირველ ერთსქესიან დაქორწინებულ წყვილად მანჰეტენში.


ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში მასობრივი დემონსტრაციებისას აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სამართალდამცავი სახეში აშხეფებს მწვავე სითხეს.


მისურის შტატის ქალაქი ჯოპლინი 22 მაისს მომხდარ მასიურ ტორნადომდე და ტორნადოს შემდეგ.


22 ივლისს ოსლოს ტაძარში უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რათა ანდერს ბრეივიკის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმებისა და მასიური სროლის დროს ტრაგიკულად დაღუპული 93 ადამიანი გამოეგლოვათ.


უზარმაზარი მტვრის ქარიშხალი (ჰაბუბი) თავს დაატყდა არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსს ივლისში.


პოლიციელი აკავებს ოპოზიციონერ აქტივისტს ბაქოში 12 მარტს. აზერბაიჯანის პოლიციამ მუსავატის პარტიის 30-ზე მეტი წევრი დააპატიმრა, როცა ისინი ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდნენ.


ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მიმდინარე დემონსტრაციების დროს ქრისტიანები მლოცველი მუსლიმების გარშემო ცოცხალ ჯაჭვს აკეთებდნენ და ამგვარად იცავდნენ თავდასხმისგან.


იაპონიის ცუნამის შედეგი – კადრი ზემოდან.


14 მარტს ფუკუშიმას ქალაქ ნიჰონმაცუში რადიაციისგან დამცავი ბარიერის მიღმა მყოფი გოგონა თავის ძაღლს ეკონტაქტება.


მისურის შტატის ქალაქ ჯოპლინში მომხდარი ტორნადოს შემდეგ მამაკაცი განადგურებული შენობის წინ ზის.


ქალაქ დევისში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, პოლიციელი სითხეს ასხურებს სტუდენტებს, რომლებმაც მჯდომარე აქცია მოაწყვეს.


ალაბამას შტატის ქალაქ კონკორდში დედა ანუგეშებს შვილს მას შემდეგ, რაც მათი სახლი სრულიად დაანგრია აპრილის ტორნადომ.


ივნისში ჩილეში პუიეუეს ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც სამხრეთ ამერიკის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ცაზე ავიარეისები დროებით შეწყდა, ადგილობრივი მოსახლეობიდან კი 3000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.


“Ladder Company 4”-ის მეხანძრეები – რომლებმაც 7 თანამშრომელი დაკარგეს 9/11-ის ტერაქტის გამო – ერთად ადევნებენ თვალს თაიმზ-სქვერში ახალი ამბების გადაცემას, სადაც გამოცხადდა, რომ ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.


აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გარდაცვლილი მეომრის ჯონ ტუმილსონის ძაღლი, სახელად “ჰოვკი”, ყოფილი პატრონის კუბოსთან წევს დაკრძალვის ცერემონიისას აიოვას შტატის ქალაქ როკფორდში. ტუმილსონი იმ 30 ამერიკელ ჯარისკაცში შედიოდა, რომლებიც 6 აგვისტოს ავღანეთში დაიღუპნენ – სამაშველო მისიისას მათ ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს.


პატარა ბიჭი აკვირდება სტივ ჯობსის ფიგურას ჰონგკონგის “ეფლის” მაღაზიასთან.


ქალაქ ჩიკაგოში, მიჩიგანის ტბის სანაპიროზე, მანქანები მიტოვებულნი არიან თებერვლის “თოვლპოკალიფსის” დროს.


“ფეისბუქმა” ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახლო აღმოსავლეთის ამბოხებებში.


84 წლის დორლი რაინის მწვავე სითხე შეასხურეს ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დროს. ის შეიძლებოდა წაქცეულიყო და გაეთელათ, თუმცა საბედნიეროდ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ და ერაყელმა ვეტერინარმა დროზე უშველეს.


ავსტრალიელი სკოტ ჯონსი კოცნის თავის კანადელ შეყვარებულს ალექს ტომასს, მას შემდეგ, რაც ის (ალექსი) პოლიციამ ძირს დააგდო ქალაქ ვანკუვერში მიმდინარე პროტესტებისას. კანადელების განრისხების მიზეზი იყო ის, რომ ყინულის ჰოკეის მატჩში “Vancouver Canucks” დამარცხდა გუნდ “Boston Bruins”-სთან.


ქარიშხალი აირინი აღმოსავლეთის სანაპიროს უახლოვდება.


ბილი სტინსონი ანუგეშებს თავის ქალიშვილს, ერინ სტინსონს. ისინი სხედან იმ კიბეზე, რომელიც ერთ დროს მათ კოტეჯს ეკუთვნოდა. კოტეჯი 1903 წელს აშენდა და ქარიშხალმა აირინმა გაანადგურა.


ლონდონში ემი უაინჰაუსის სახლთან გულშემატკივრებმა ყვავილები და საჩუქრები მიიტანეს.


თანამშრომლები ტროტუარზე იკრიბებიან დაუნთაუნში (ვაშინგტონი) 5.9 ბალი სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ.


7 თვის ბავშვს, მიჰაგ გედი ფარაჰს, დედა იჭერს ადგილობრივ საავადმყოფოში, კენიის ქალაქ დადააბში. მას შემდეგ საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის (IRC) დახმარებით ბავშვი სრულად გამოჯანმრთელდა.


აგვისტოში ლონდონში მიმდინარე აჯანყებების დროს ქალი ხტება ცეცხლმოკიდებული შენობიდან.


ოფისის თანამშრომლები მაღალი შენობიდან გასაღწევ გზებს ეძებენ ახალი ზელანდიის ქალაქ ქრაისტჩერჩში 22 თებერვალს. ძლიერმა მიწისძვრამ მინიმუმ 180 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


ჩრდილოეთ იაპონიაში, მიიაგის პრეფექტურის ქალაქ ნატორიში, ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ გზაზე ჩამომჯდარი იაპონელი ქალი ტირის.


24 მარტს ბრიუსელში მიმდინარე აქციის დროს ერთ-ერთი პროტესტანტი პოლიციელებს უკანალს უჩვენებს. აქციის მიზანი იყო ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაო პირობების გაუმჯობესება.


19 მარტს ლიბიის მმართველი დიქტატორის მუამარ კადაფის წინააღმდეგ გამოსულ აჯანყებულთა მხარდამჭერი ქალი AK-47-იდან ისვრის.


უგანდის დედაქალაქ კამპალაში 10 მაისს მიმდინარე დემონსტრაციებისას ოპოზიციურ ლიდერებს პოლიცია ფერად წყალს ასხურებს.


განათლების პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ერთ-ერთ ჩილეელ მოსწავლეს პოლიციელი სახეში ურტყამს.


სამედიცინო ორგანიზაციის თანამშრომელი “აიპედის” დახმარებით სურათს უღებს მკვდარი ძროხის გახრწნილ სხეულს კენია-სომალის საზღვარზე 23 ივლისს.


ლიბიელი აჯანყებული კადაფის ოქროს იარაღით.


ამერიკელი ევანგელისტი პასტორი ჰაროლდ კემპინგი მსოფლიოს აღსასრულზე საუბრობს. მისი გათვლით, ეს მოვლენა ამა წლის 22 მაისს უნდა მომხდარიყო.


უოლ-სტრიტის ქუჩაზე ტელეფონის ყურმილი ჰაერშია დაკიდებული.


ამერიკელი გეი ჯარისკაცები პირველად იღებენ მონაწილეობას ჰომოსექსუალთა აღლუმში.


ტაილანდელი ქალი ეჭიდება საგზაო ბოძს ბანგკოკის დატბორილ ქუჩაში 24 ოქტომბერს.


ჩინელი პატარძალი თვითმკვლელობას ცდილობს მას შემდეგ, რაც მისმა საქმრომ მოულოდნელად ქორწინებაზე უარი განაცხადა. ჯერ კიდევ საპატარძლო კაბაში გამოწყობილმა გოგონამ მეშვიდე სართულიდან გადახტომა სცადა, თუმცა მისი დაჭერა დროულად მოახერხეს.


ამერიკელი ჯარისკაცი ავღანელ ბიჭს High five-ს უკეთებს ლოგარის პროვინციის ქალაქ პულ-ი-ალამში პატრულირებისას.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button