ავტომობილი

მომდევნო წლიდან აშშ-ში პირველი ელექტრო სახანძრო მანქანა გამოჩნდება

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახური გახდება ხანძართან ბრძოლის პირველი ქვეგანყოფილება ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელსაც ელექტრო სახანძრო მანქანა ექნება. სერვისის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ავსტრიული კომპანია Rosenbauer-ის მიერ შექმნილი სახანძრო მანქანა ექსპლუატაციაში შევა მომდევნო წელს. 

Ზემოთ ხსენებული ელექტრომობილი გახლავთ კონცეპტუალური პროტოტიპი Rosenbauer (CTF), რომელიც გასულ წელს წარადგინეს საავტომობილო გამოფენაზე ლოს-ანჯელესში. ავტონომიური მუშაობისთვის ავტომობილის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია 100-კვტ/სთ მოცულობის ბატარეები, რომლებიც უზრუნველყოფს ორსაათიან მუშაობას. ისეთ შემთხვევაში, თუკი ორ საათზე დიდხანს მუშაობა გახდება საჭირო, ბორტზე ხელმისაწვდომია დიზელის გენერატორი. სადგურზე, სადაც უნდა მოხდეს ელექტრომობილის გამოყენება, იგეგმება სწრაფი დამუხტვის სისტემის განთავსება, რათა სახანძრო მანქანა სამუშაოს შესრულებისთვის მუდამ მზადყოფნაში იყოს. 

ავტომობილი ადაპტირებულია ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის კონკრეტულ მოთხოვნებზე, აგრეთვე შესაბამება აშშ-ის ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის ეროვნული ასოციაციის უსაფრთხოების სტანდარტებს. უკვე ცნობილია, რომ ელექტრომობილი მოემსახურება 82-ე სახანძრო სადგურს, რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს. 

image.jpeg

„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ვართ პირველი დეპარტამენტი ჩრდილოეთ ამერიკაში, ვინც შევუკვეთეთ ეს სახანძრო მანქანა. ელექტრო სახანძრო მანქანა – ეს გახლავთ ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ხმაურისა და დიზელის ძრავის მავნე გამონაბოლქვის შემცირებას, თანაც იგი მოქნილია სახანძრო და სამაშველო ოპერაციებში ტექნოლოგიურად სრულყოფილი პლატფორმით. მოუთმენლად ველით მომენტს, როდესაც ამ მანქანას რეალურ პირობებში შევაფასებთ“ – აცხადებს LAFD-ის ხელმძღვანელი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button