ბუნება & სამყაროკოსმოსისურათები

კოსმოსის საოცარი ფოტოები, რომლებიც მოყვარულმა ასტრონომმა გადაიღო

ერთი შეხედვით, ეს ფოტოები შეიძლება „ნასას” ტელესკოპებით გადაღებული გეგონოთ, მაგრამ სინამდვილეში მიჩიგანში მცხოვრებ 60 წლის მოყვარულ ასტრონომს ტერი ჰენკოკს ეკუთვნის და არა კოსმოსური ობსერვატორიიდან, არამედ სახლის უკანა მხარეს მდებარე ბაღიდან გადაიღო.

წარმოშობით ინგლისელი ჰენკოკი გაყიდვების მენეჯერია და ფოტოების გადასაღებად სამოყვარულო აღჭურვილობა გამოიყენა. მან აღბეჭდა სამყაროს შორეული რეგიონები, რომლებიც დედამიწიდან დაშორებულია 5000-დან 20 მილიონამდე სინათლის წლით.

ღამის ცა მორთულია საოცარი ფერებით, ვარდისფრიდან ლურჯამდე და ნარინჯისფრამდე, რაც ნათლად ჩანს ფოტოზე აღბეჭდილ ვარსკვლავთშორის სივრცეებში.

სასურველი შედეგის მისაღებად ჰენკოკს მხოლოდ ორი მუხტკავშირიანი (CCD) კამერა – QHY9M დაa QHY11S, ასევე ტელესკოპი, ეკვატორული სამაგრი (ცის ბრუნვის გასათვალისწინებლად საჭირო ობიექტი) და ლეპტოპი დასჭირდა. „ჩემს ასტრონომიულ ფოტოებზე დაფიქსირებულია კოსმოსის სიღრმეებში მდებარე ობიექტები, მრავალი მათგანი დედამიწიდან ათასობით ან მილიონობით სინათლის წლითაა დაშორებული”, ამბობს ის. „სამყაროს საოცრებები უსასრულოა”.

„მომხიბვლელია იმაზე ფიქრიც კი, რომ შეგიძლია ღამით ცას დააკვირდე და აღბეჭდო ეს ულამაზესი კლასტერები, ნისლეულები და გალაქტიკები, რომლებიც რამდენიმე ათასიდან მრავალი მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარეობენ. ღამის ცა ვირტუალური დროის მანქანაა, რომელიც კაცობრიობის წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, რაც გასაოცარია.”

ტერი ხსნის გადაღების პროცესსაც: „ჩემი ფოტოებიდან ზოგი მიღებულია 10 წუთიდან 1 საათამდე ხანგრძლივობის ექსპოზიციით, ზოგს კი 10-40 საათიანი დაყოვნება დასჭირდა. კამერა უერთდება ტელესკოპს, რაც არსებითად გიგანტური ტელეფოტო ლინზაა. შემდეგ ეს ტელესკოპი ტრიპოდის ნაცვლად უკავშირდება ეკვატორულ სამაგრს, რისი მეშვეობითაც მუდმივად მიყვება სამიზნე ობიექტს დედამიწის ბრუნვის შესაბამისად. დასასრულს გამოსახულებები ერთიანდება და მიიღება საბოლოო სურათი.”

„ხალხისგან საპასუხოდ საოცარ რეაქციებს ვიღებ, ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგსაც არ სჯერა. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ათასობით ადამიანს ვხვდები და ყველას აოცებს იმის გაგება, რომ ასეთი ფოტოების გადაღება შესაძლებელია მოკრძალებული აღჭურვილობით, ეზოში მდებარე პატარა ობსერვატორიიდან.”

როზეტის ნისლეული
5200 სინათლის წელიწადი

გალაქტიკა Messier 81, ასევე ცნობილი, როგორც NGC 3031 და ბოდის გალაქტიკა
12 მილიონი სინათლის წელიწადი

ვარსკვლავთა კლასტერი „პლეადები”
460 სინათლის წელიწადი

ორიონისა და ცხენის თავის ნისლეულები
1500 სინათლის წელიწადი

საპნის ბუშტის ნისლეული
11000 სინათლის წელიწადი

ანდრომედას გალაქტიკა
2.5 მილიონი სინათლის წელიწადი

სულის ნისლეული წყვილდება გულის ნისლეულთან
7500 სინათლის წელიწადი

ლაგუნასა და ტრიფიდის ნისლეულები
5000-5200 სინათლის წელიწადი

მორევის გალაქტიკა და არწივის ნისლეული
20-30 მილიონი და 7000 სინათლის წელიწადი

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button