ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Coinbase-ის აღმასრულებელი დირექტორის პროგნოზი Bitcoin-ინდუსტრიის განვითარების შესახებ მომდევნო ათი წლის განმავლობაში

ბრაიან არმსტრონგმა, Coinbase-ის ხელმძღვანელმა და ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ ისაუბრა რამდენიმე ვარაუდზე, თუ რას მიაღწევს Bitcoin-ინდუსტრია მომდევნო ათი წლის განმავლობაში. 

მისი აზრით, ანტრეპრენერები შეძლებენ გადაჭრან მასშტაბირებისა და პრივატულობის შეზღუდვის პრობლემა საჯარო ბლოკჩეინში. მასშტაბირების შესაძლებლობა მიგვიყვანს გამოყენების ახალ საშუალებებსა და პროდუქტებთან, პრივატულობის მახასიათებლები კი ბლოკჩეინში დაინერგება საბაზისო დონეზე HTTPS-ის ანალოგიურად. ჯამში კრიპტოვალუტებს გამოიყენებს დაახლოებით 1 მლრდ ადამიანი (950 მილიონით მეტი, ვიდრე ამჟამად), განაცხადა მან. 

არმსტრონგმა აღნიშნა, რომ მასობრივი აღიარება პირველ რიგში შეეხება განვითარებად ბაზრებს, სადაც ეკონომიკა უკიდურესად სუსტია, ხელისუფლება და ინსტიტუციები კი ასევე დაიწყებენ კრიპტოვალუტების გამოყენებას. ტექნოლოგიური სტარტაპების უმეტესობა გამოიყენებს განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიას, როგორც ეს მოხდა მანქანური სწავლებისა და ინტერნეტის შემთხვევაში. 

უმსხვილესი ამერიკული კრიპტოსავალუტო კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალ ათწლეულში ჩვენ გავხდებით წარმოების ქმნილებების მოწმეები. რამდენიმე პროექტი, რომელიც მასშტაბირების კუთხით მეტნაკლებად წარმატებას მიაღწევს, გახდება საბაზისო ინფრასტრუქტურა მილიონობით ტოკენისთვის (საკუთარ ბლოკჩეინზე უარის თქმით უფრო საიმედოს სასარგებლოდ). 

არმსტრონგი ითვალისწინებს კრიპტოვალუტების უტილიტარული გამოყენების პოპულარობის ზრდას, თუმცა აღიარებს, რომ ვაჭრობა და სპეკულაცია მაინც ტრენდად დარჩება. 

ანტრეპრენერმა დაამატა, რომ ახალი ტიპის კრიპტოსტარტაპები მოიზიდავენ ინვესტიციებს კრიპტოვალუტებში, გამოუშვებენ ტოკენებს ადრეული მომხმარებლებისთვის, აგრეთვე მოხდება გლობალური ქომიუნითის გაერთიანება ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციული კომპანიების შემთხვევაში ხდება. 

არმსტრონგი დარწმუნებულია, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი გაუთანაბრდება ტრადიციულ ფინანსურ ბაზრებს შემდეგ კონტექსტში: კომპანია დაიყოფა საბროკეროებად, ბირჟებად და კასტოდიანებად. მან მაგალითად მოიყვანა Coinbase Custody, რომელიც უკვე გახლავთ ცალკეული იურიდიული პირი და ფოკუსირებულია აქტივების შენახვაზე. ბირჟა Coinbase Pro, – ხაზი გაუსვა მან, – მომავალში გახდება დამოუკიდებელი საბროკერო და საბირჟო ბიზნესი. 

არმსტრონგი დიდ იმედებს ამყარებს დეცენტრალიზებულ სერვისებზეც, როგორებიცაა DEX, DeFi და Dapp-ები. 

თუკი Bitcoin 200 ათას აშშ დოლარს მიაღწევს, მილიარდელების ნახევარზე მეტი სწორედ Bitcoin-ინდუსტრიის წარმომადგენელი იქნება. ბევრი მათგანი გახდება ფილანთროპი, ჩადებენ ინვესტიციებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში – პროგნოზირებს Coinbase-ის ხელმძღვანელი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button