საინტერესოხელოვნება

ნახატის წმენდისას გაკეთებული აღმოჩენა

მონარქის ოჯახისთვის შეუფერებელი საქციელი აღმოჩნდა ერთ-ერთ ნახატზე, სადაც გამოსახულია მამაკაცი, რომელიც ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს საჯაროდ. ეს სცენა გამოჩნდა სამეფო კოლექციაში დაცული მე–17 საუკუნის ჰოლანდიური ნახატის გაწმენდითი სამუშოების დროს.

ჩამუხლული ფიგურა, რომელიც სოფლის სცენის წინა პლანზე ჩანს,გამოაჩინეს კონსერვატორებმა. იგი დამალული იყო ასი წლის წინ რესტავრატორის მიერსაღებავის ფენით ბუჩქის სახით, რათა სამეფო ოჯახის რეპუტაციის შებღალვას მორიდებოდა. სამეფო კოლექციის სანდო რესტავრატორებმა ნახატის გაწმენდისას და ფენის მოცილებისას, შეამჩნიეს უცნაური ფიგურა. კარგად დააკვირდნენ და სცენის მნიშვნელობასაც მიხვდნენ. ნახატი, სახელწოდებით “სოფლის ბაზრობა ეკლესიის უკან”, დაიხატა ისაკ ვან ოსტადეს მიერ 1643 წელს, სიკვდილამდე ექვსი წლით ადრე (გარდაიცვალა 28 წლისა). მხატვარს ძალიან უყვარდა გლეხების გამოსახვა და “სოფლის ბაზრობაც” სწორედ ერთ-ერთი მისი საყვარელი თემაა, სადაც უბრალო ხალხის თავყრილობა, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესია გამოსახულია.

ქუჩებში მოვაჭრეები ჰყიდიან სხვადასხვა პროდუქტს, ბავშვები კამათლით ერთობიან ტალახში, ქუჩის მომღერლები იქვე დგანან და ბალადებს ამღერებენ – იმ პერიოდის ინგლისისა და ჰოლანდიის ტიპიური წარმომადგენლები. თუმცა როგორც აღმოჩნდა, მთლად ყველაფერი რიგზე არ ყოფილა: შეურაცხმყოფელი დეტალი მაინც აღმოჩნდა სურათის მარჯვენა კუთხეში.

ნახატი წარადგინეს კონსერვაციისთვის გამოფენის მიზეზით, რომელსაც ქვია “ოსტატების ყოველდღიური გამოფენა”: ვერმეერის პერიოდის ჰოლანდიელი ხელოვანები. ექსპოზიცია გაიხსნება საჯაროდ 13 ნოემბერს ბუკინგემის სასახლეში, დედოფლის გალერეაში. აღნიშნული ტილო შეიძინა უელსის პრინცმა, ჯორჯ მეოთხემ 1810 წელს. მას ძალიან უყვარდა ჰოლანდიური ფერწერა, მხატვართა უხეში, პასტორალური კომიკური სცენების გამოსახულებით. მაგრამ დედოფალი ვიქტორია უპირატესობას ანიჭებდა იდეალიზირებულ გამოსახულებებს და უფრო იხრებოდა იტალიური ფერწერისკენ, ხოლო ჰოლანდიურს იგი “მდაბიური სტილის” მხატვრობად მოიხსენიებდა.

სამარცხვინო ფიგურა სავარაუდოდ 1903 წელს დამალეს, როცა ნახატი სარესტავრაციოდ მიიტანეს. ამჯერად უკვე ედვარდიანული ეპოქის გემოვნების შესაბამისად და დააბრუნეს უკან ბუკინგემის სასახლეში.

დესმონდ შეივ-ტეილორის, დედოფლის გალერეის სურათების დარაჯისა და გამოფენის კურატორის განცხადებით: “აღნიშნული შემთხვევა სასაცილო ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ განსხვავდება სხვადასხვა პერიოდის გემოვნება ერთმანეთისგან.. ჯორჯ მეოთხეს უყვარდა ასეთი რამ.. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ის არ ერიდებოდა უხეშ ხუმრობებსაც.”

წყარო: alioni.info

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button