ლიტერატურაპოეზია

შოთა ფირცხალაიშვილი – ლექსები

გარდაცვლილი დიადების ტკივილს –
საქართველო დღესაც მწარედ ითვლის.
ვინ იგლოვებს უსასრულოდ ილიას?
ხარხარს, დღესაც წააწყდები რიხიანს.
ვინ მიუძღვნის ფიროსმანს კვლავ ლავაშებს?
ვინ დაცინებს უმუშევარ ხაბაზებს?
ან ვინ იტყვის _ჯიქნები აქვს ვარდოს?
გარინდული სძინავს საწყალ ლადოს.
ან ვინ დაწერს ხელთავიდან სულიკოს?
აკაკი ხომ, არ ისვენებს სულ ფიქრობს…
ან ვინ დათვლის გალას ნაწერ შედევრებს?
უძილობა მის აუგად მხსენებელს!
ან ვინ იტყვის სიტყვას მასზე უნაზეს?
ვაჟას სიტყვა გაუგია უღრან ტყეს…
ჩემო ერო, ჩემო ბერო, ძვირფასო, _
ახლა თუკი,წერა აღარ ძალმიძს მე მეტის _
მოკითხვა ჩემს უსაყვარლეს ტერენტის…

18.03.10

***

შევალთ მე და შენ სულის კაფეში,
მე ფული არ მაქვს _ შენ ბევრს დახარჯავ,
გამოვალთ შემდგომ და მე მთრთოლვარე _
გეტყვი მე და შენ თანაბრად ვხარჯავთ…
მერე იტირებ _ ვერ ხვდები ჩემს აზრს _
მომხვევ კისერზე გაყინულ ხელებს,
და მე მწუხარე ჩაგიჩურჩულებ
ვხარჯავთ თანაბრად,სიცოცხლის დღეებს…

2009 შ.ფ. ანასტასიას…

***

სიმშვიდის მოტკბო ვარდისფერ ბუსუსს_
ეყრება თეთრი იმედის მტვერი,
და გაცრეცილი ტიტანის ნერვი, _
გადიქცა ზამთრის ცივ სასაფლაოდ.
ყვავილი მოაქვს მხოლოდ სინანულს
ბავშვის ხელებით მაწოდებს ტიტას_
და დაბოღმილი მეზობლის კაცი
დღედაღამ მებრძვის _ პოეტს ვერ იტანს.

18.04.2011

***

სიბნელის _ბოშშ-ი 2011 04 09
ფიქრამდე ნაფიქრს მოედო ობი_
მოტკბო სურნელი, შემორჩა სულსღა…
შოპენის ცელქი რითმების მსხვერპლი_
ვცურავდი ფიქრში ცოცხალი მუზა.
მძაფრი სიბნელე _ ოთახის ,,BOSS-ი,,
ხვრეპდა სინათლეს დიდი მათლაფით
დემონებს, _მკვლელებს წმინდა აზრისა
გავუმასპინძლდი თითქმის არაფირით…

2011 04 09

* * *
მიცვალების ჟამს ტკბილია სიო, _
ალბათ, დავმარცხდი დუელში ბედთან. _
ცა ცრის ფანტელებს მარადისობის, _
მაგრამ მე მათგან რომელი შემხვდა…

თანდათან ჩავა ბსკერზე იმედი, _
ჩემს მიცვალებას იხარებს მტერი_
და მე წუხილი დამიბყრობს უფრო, _
რადგან ბავშვივით აზიზი ვხდები…

30.10.09.

* * *
დავწვები_ ქრება თვალის სინათლე _
ფიქრის ონკანი კვლავ ღია დამრჩა, _
დილით დამტბორავს აზრთა სისველე,
და სარეცელზე სხეული არ სჩანს.

ბავშვმა იპოვნა_ ყვირის ,,ენვერი’’ _
პოეტის გვამი ხელუხლებელი, _
ჩრდილში დამალეთ არ ახლოთ ხელი,
ის ახალგაზრდა, მაგრამ ბებერი.

03.06.11.

* * *
დედამ მანიშნა _ მოხურე კარი_
მე გაზაფხული გავანიავე _
და შემოდგომის ფოთლების კვამლი _
სრულ შესასუნთქად ლექსებს მივანდე…

ასე გამოწვი ნედლი მუზები _
უსუსურობა ჩამოვაშორე _
მერე დავილბე ლუდში ხელები _
და პოეზია „დავაკაფჩონე“…
03.06.11.

* * *
დუმილს უნაზესს ვაგებ მე პატივს, _
არაფრის ფასად მე მას არ დავთმობ. _
უცნაურია, მაგრამ მეტადრე _
ვამბობ მე იმას,_ რასაც არ ვამბობ…

მხოლოდ სარგებლით ნუ მოვრთავთ ფიქრებს,_
მცირე ოდენი იყოს დათმობა_
ვაგლახ,_ ბუნების ზღაპრული კერა _
კაცობრიობის ცოდვამ დატბორა…
13.08.10
* * *
ო, მწუხარების ქარცეცხლი მოდის _
ვგრძნობ რომ სხეული _ პატიმარია.
ჩუმია ღამე _გვამები როკავენ_
საფლავთან ისევ ნაწვიმარია…

ღიმილი მწუხრში დაიფერფლება _
სულს დაამძიმებს ქალის სინაზე… _
ფარდები ოდნავ აკეცილია_
და ცოტა სისხლი მოჩანს მინაზე…

19.10.09
* * *
ო, სილამაზე_ არაფრის მთქმელი,_
სპეტაკი სული რარიგ დიდია. _
,,დალმატინელი“_ ჯიშია ძაღლის
მაგრამ ერთგული გახლავთ ფინია…

და ხიბლი,_ ბადე უსუსურობის_
თითქმის უხილავი მარცხი. _
ასე უტიფარი, _ ასე უერთგულო, _
ბოროტი რად არის კაცი…
19.08.10

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button