პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ღრუბელს

ოჰ, ნუ დაახშობ მზის სხივებს,
სულს ნუ ამოხდი გაზაფხულს.
ნუ გადააჭკნობ ტურფა ველს
ციურ ცრემლებით დანამულს.
სიცოცხლის მკრთალი აჩრდილი
გულს ტალღასა სცემს მწუხარეს.
ამკობდა მინდვრის ყვავილი
ობლად მიგდებულ სამარეს.
დღეს ის ცრემლებს ღვრის.. იტანჯვის,
ემშვიდობება მთა-ბარსა,
საფლავის გვერდით თვითონ თრთის,
თვით ეძებს მყუდრო საფლავსა.
ნუ წარიტაცებ ნაზ ყვავილს –
ნორჩია, ტურფად გაშლილი,
სიყვარულისთვის გულ-გახსნილს
უღვთოდ კლავს შენი აჩრდილი.
რად? რისთვის? განა სიყვარულს
თან უნდა სდევდეს სამარე?
ახ… ეყო ტანჯვა სულს და გულს,
მაკმარე დარდი, მაკმარე!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button