ლიტერატურამოთხრობა

გურამ რჩეულიშვილი – ცხოვრებაში. აბანოში

ქოშები ეყარა კუთხეში.ქოშები მიჰქონდათ კუთხიდან: ძირი ხისა ჰქონდა: ზედ ბრეზენტის ბრტყელი თასმა იყო გადასული.ქოშებში უყრიდნენ ფეხებს.ქოშებს იყრიდნენ ფეხებიდან.ხის ძირები ხვდებოდა ასფალტის იატაკს.ტკაპუნობდა.თასმა არ უშვებდა ფეხიდან:ფეხები იყო შავი უმაზოლოდ, თეთრი უმაზოლოდ და შავი და თეთრი მაზოლებით.მერე დასდიოდათ წყალი ქოშებს: ცივი, ცხელი და ცივი შეზავებული ცხელთან: გრილი.ხის ძირები ტკაპუნობდნენ ქვის იატაკზე ორთქლში.ქოშები იდგმებოდა ძირს პირდაპირ, განზე ცერად და შიგ ცერად.თასმა ეკიდა თავისუფლად, დაჭიმული და ისე: არც თავისუფლად, არც დაჭიმული. წყალი კი მოდიოდა: ერთ მილში ცხელი, მეორეში ცივი. მერე აზავებდნენ: ქოშებს უმეტესად ნელ-თბილი დასდიოდათ.მერე ისევ ძირს ეყარნენ ორი ერთად. მათთან შიშველი თხელი, ან შიშველი სქელი, ან შიშველი საშუალო ფეხები იდგა და ქვის ტახტზე გაშხლართულ ფეხებს ხეხდა.ფეხები იყო გრძელთითება, მოკლეთითება, ათ-ათი. იშვიათად: რვა ან ცხრა ან თერთმეტი. ხან იყო მარტო ხუთი თითი და ერთი ფეხი. მეორე ფეხი მუხლის ქვევით წყდებოდა: მაშინ მექისესთან იდო ერთი ქოში და ორი ყავარჯენი.ქოშები იყო ხისა.თასმა ბრეზენტის: ბრტყელი და გამძლე ან სუსტი.ისმოდა ტკაპუნი.მერე:ქოშები ეყარა კუთხეში ან სკამებთანიდო.მოდიოდა ახალი ფეხები:შავი უმაზოლოდ, თეთრი უმაზოლოდ და შავი და თეთრი მაზოლებით.მერე დასდიოდათ წყალი ქოშებს: ცივი, ცხელი და ცივი, შეზავებული ცხელთან: გრილი. 

[1957 წლის მარტი]

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button