ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ნიუ-იორკის ფინანსურმა მარეგულირებელმა წარადგინა „ნებადართული“ კრიპტოვალუტების ჩამონათვალი

ნიუ-იორკის შტატის ფინანსური სერვისების ორგანომ (NYDFS) გამოაქვეყნა ციფრული აქტივების „მწვანე სია“, რომლებთანაც ლიცენზირებული კომპანიები შეძლებენ დამატებითი ნებართვების გარეშე მუშაობას.

მოცემულ სიაში აქტივები იყოფა ორ კატეგორიად: შენახვისთვის ნებადართული და ლისტინგისთვის ნებადართული.

პირველ კატეგორიას მარეგულირებელმა მიაკუთვნა Bitcoin-ი, Ethereum, Litecoin, Ripple, Bitcoin Cash, Ethereum Classic, Binance USD, Gemini Dollar, Pax Gold და Paxos Standard.

მეორეში მოხვდნენ იგივე აქტივები Ethereum Classic-ისა და Ripple-ს გამოკლებით.

ნებისმიერ ლიცენზირებულ ორგანიზაციას შეუძლია გამოიყენოს მწვანე სიაში შემავალი მონეტები „ნებადართული მიზნებისთვის“, თუმცა წინასწარ საქმის კურსში უნდა ჩააყენოს NYDFS – ხაზი გაუსვა რეგულატორმა.

შეგახსენებთ, ივნისში NYDFS-მა გადაწყვიტა შეემსუბუქებინა კრიპტოსავალუტო კომპანიების ლიცენზირების წესები.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button