განხილვაესე

ვეფხისტყაოსანი – უსამის დახასიათება

– „„ვეფხისტყაოსანში“ საკმაოდ არიან ეპიზოდური პერსონაჟები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთ-ორჯერ თუ გაიელვებენ, მაინც ამახსოვრდება მკითხველს. ეს, რა თქმა უნდა, რუსთაველის დიდოსტატობის მაჩვენებელია. ასეთი დასამახსოვრებელი მხატვრული სახეა უსამი – ბაღდადელი ვაჭრების უხუცესი – ბრძენი, ბევრისმნახველი, დაფიქრებული: „უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.“ მან აუხსნა ავთანდილს, თუ ვინ იყვნენ და რა გასაჭირი დასდგომოდათ: „გარდახდა. ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი. ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი. საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.“ უსამის სიბრძნის, ჭკუის მაჩვენებელია ის, რომ მაშინვე მიხვდა: სანდო და უშიშარ რაინდთან ჰქონდათ საქმე და უყოყმანოდ მიანდო ვაჭართა სიცოცხლე და ქონება ავთანდილს. ის კარგად ერკვევა ადამიანებში. უსამი ენაწყლიანი კაციცაა, მშვენივრად ამკობს უცნობ მოყმეს: „მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი.“ მართალია, ავთანდილი ვაჭრებს ლაჩრებს უწოდებს, მაგრამ ომი მათი ხელობა არაა, ისინი არიან „ომისაცა უმეცარნი“. უსამის კიდევ ერთი კარგი თვისებაა ხაზგასმული პოემაში: მადლიერების გრძნობა. მან შესთავაზა ავთანდილს დიდძალი ქონება, თხოვნაც შეუსრულა, საიდუმლოც შეუნახა და ჭაბუკი გულანშაროში ისე შევიდა, როგორც ვაჭართა უხუცესი. განსხვავებით უსენისაგან, ეტყობა, უსამს სიტყვისა და პირობის შესრულება შეუძლია. ასე რომ, რუსთაველი ერთი კალმის მოსმით ხატავს ქარავნის უფროსის, უსამის, დამაჯერებელ მხატვრულ სახეს.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button