PDFლექციაპროფესიული ლიტერატურაფსიქოლოგიაწიგნები

დიმიტრი უზნაძე – ზოგადი ფსიქოლოგია

წინამდებარე წიგნი ზოგადი ფსიქოლოგიის ყველა ძირითად პრობლემას ეხება და შეიძლება იგი ჩვენს უმაღლეს სკოლებში ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდ იქნეს გამოყენებული. როგორც მკითხველი დაინახავს, იგი თვალსაჩინოდ განსხვავდება ფსიქოლოგიის ცნობილ კურსებისაგან. არსებითსა და უმთავრესში იგი იმ მასალას ეყრდნობა, რომელიც ჩემი და ჩემი თანამშრომლების კვლევითი მუშაობის შედეგად არის მიღებული. ამით აიხსნება, რომ იგი ახალ თავს შეიცავს, რომელსაც სხვა კურსებში ვერსად ვერ შეხვდებით – თავს განწყობის ფსიქოლოგიის შესახებ, რომელიც ჩვენი კვლევითი მუშაობის ძირითად პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს სრულიადაც არ ნიშნავს, თითქოს ჩვენი წიგნი ანგარიშს არ უწევდეს ე. წ. კლასიკური ფსიქოლოგიის მიღწევებს. მკითხველი დაინახავს, რომ ჩვენ ფართოდ ვსარგებლობთ მნიშვნელოვანი შედეგებით, რომელიც სხვა მკვლევართ აქვთ მიღებული, და განსაკუთრებით უახლესი კომპენდიებით, რომელიც ჩვენს განკარგულებაში იმყოფებოდა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button