ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ბანშო თენინ

ბანშო თენინ დევას გზის ტექნიკაა, რითაც ობიექტების გადაადგილებაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით პეინს მოწინააღმდეგის მაგნიტის მსგავსად მიზიდვა შეეძლო, კონოჰაგაკურეზე თავდასხმისას კი ამავე ტექნიკით მან ექვსკუდიან ნარუტოს თავზე ლოდი დასცა. ჩოჯის თქმით, ბანშო თენინისა და შინრა თენსეის გამოყენება პეინს ხუთწამიანი ინტერვალებით შეეძლო. ამავე ტექნიკით რამდენიმე ობიექტის ერთდროულად მიზიდვა და მათი შეჯახებაა შესაძლებელი

თამაშში Naruto Shippūden: Ultimate Ninja Impact ბანშო თენინის მეშვეობით პეინს მოწინააღმდეგის ჰაერში ატაცება და მიწაზე მისი დიდი ძალით დანარცხება შეუძლია. გარდა ამისა, მას მიწის კლდოვანი ნატეხის მოწინააღმდეგისკენ სროლა და ამ უკანასკნელის მიზიდვა შეუძლია, თუმცა ამ ბოლო ორი ტექნიკის შესრულებისას იგი “ბანშო თენინ”-ს არ იძახის.

წყარო
https://naruto.fandom.com

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

ასევე იხილეთ
Close
Back to top button