კომპიუტერული ტექნოლოგიატექნოლოგია

კომპანია Xiaomi გაყიდვაში უშვებს RedmiBook 14 Ryzen Edition-ს

კომპანია Xiaomi გაყიდვაში უშვებს RedmiBook 14 Ryzen Edition-ს. ლეპტოპები დაანონსდა 2019 წლის ოქტომბერში და გვევლინებოდა, როგორც მძლავრი მოწყობილობები ხელსაყრელ ფასად. ამჟამად მათი წინასწარი შეკვეთა ჯერჯერობით შესაძლებელია ჩინეთში, გაყიდვები კი 9 აპრილიდან დაიწყება.  

თავდაპირველად RedmiBook 14 გამოდიოდა Intel Core პროცესორებით. AMD Ryzen პროცესორების მქონე ახალ ლეპტოპებში კვლავ წარმოდგენილია 14-დუიმიანი დისპლეი, რომელიც კორპუსის 81.2%-ს იკავებს. ახალ ლეპტოპებს აქვთ Dolby DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.jpeg

RedmiBook 14 Ryzen Edition პროცესორების მხრივ ორ ვერსიად გამოვა: მოდელი AMD Ryzen 5 3500U ჩიპითა და მეორე ვერსია – Ryzen 7 3700U პროცესორით. ორივე მათგანს ექნება 8/16 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერება. 

Xiaomi-მ განაცხადა, რომ მოწყობილობებში მხარდაჭერილი იქნება ახლი ფუნქცია – ფაილების გადაცემა Xiaomi, Oppo და Vivo ბრენდებს შორის. ეს ფუნქცია მიმდინარე წელს ამოქმედდა დასახელებულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად. მისი გამოყენებით შესაძლებელია ლეპტოპებსა და სმარტფონებს შორის ფაილების, ათასზე მეტი მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეოს მომენტალურად  გადაცემა ფაილის ზომის შეზღუდვის გარეშე. 

რაც შეეხება ფასს, RedmiBook 14 ლეპტოპის ვერსია, რომელსაც ექნება AMD Ryzen 5 პროცესორი და 8+512 გბ მეხსიერება, გაიყიდება 465 აშშ დოლარად. უფროსი ვერსია AMD Ryzen 7 პროცესორითა და 16+512 გბ მეხსიერებით გაიყიდება დაახლოებით 565 აშშ დოლარად. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button