Hi-Techახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

Hisense მზადაა გამოუშვას მსოფლიოში პირველი სმარტფონი ელექტრონული მელნის ტექნოლოგიის მქონე ფერადი ეკრანით

მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო გამოფენა CES 2020-ზე კომპანია Hisense-მა წარადგინა სმარტფონის პროტოტიპი, რომელსაც აქვს ფერადი ელექტრონული მელნის (Color E-Ink) ტექნოლოგიით დამზადებული ეკრანი. დემონსტრაციამ საკმაოდ ფართო გამოხმაურება მოიპოვა: კომპანიამ ამჟამად განაცხადა, რომ კითხვისთვის განკუთვნილი ამგვარი სმარტფონი Hisense Color Ink Reader წარდგენილ იქნება 23 აპრილს ჩინეთში გამართულ ღონისძიებაზე – 2020 China Digital Reading Cloud Conference. 

მოწყობილობის მთავარი მახასიათებელი, რა თქმა უნდა, ეკრანია, რომელშიც გამოყენებულია დღესდღეობით არსებული ყველაზე მოწინავე ტექნოლოგია E-Ink-სფეროში და შეუძლია 4096 ფერის აღქმა. სმარტფონს მეტად დაბალი ენერგომოხმარება ექნება. რასაკვირველია, გაიზრდება კადრის განახლების სიხშირე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სმარტფონის გამოყენებას მხოლოდ კითხვისთვის არ აპირებს. 

image.jpeg

ელექტრონული მელნის საფუძველზე შექმნილი ეკრანი ბევრ ამოცანაში უზრუნველყოფს დიდ ეკონომიას იმის ხარჯზე, რომ ასახავს უკანასკნელ გამოსახულებას კვების გამორთვისას. ეკრანს დღისით არ სჭირდება აქტიური განათება, იგი ეყრდნობა ბუნებრივ გარე განათებას. 

image.jpeg

ღამით შესაძლებელია ჩაირთოს ინტეგრირებული თბილი განათება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ლურჯი გამოსხივებისგან გამოწვეულ დატვირთვას თვალებზე. კონტენტს რაც შეეხება, Hisense Color Ink Reader შემოგვთავაზებს მასალებს პლატფორმებისგან: Jingdong Reading, Palm Reading, QQ Reading, Migu Reading, People Reading და ა.შ. 

image.jpeg

გარდა ამისა, Hisense Mobile-მა პირობა დადო, რომ 23 აპრილის პრეს-კონფერენციაზე აგრეთვე წარადგენს ახალ პლანშეტს საგანმანათლებლო სექტორისთვის, რომელიც წარმოდგენილი იქნება თვალების დაცვის ფუნქციითა და შესაძლოა E-Ink ეკრანით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button