გაარა (我愛羅, გაარა) სუნაგაკურელი შინობია. როდესაც გაარა დაიბადა, მამამისის − მეოთხე კაზეკაგეს ბრძანებით მასში შუკაკუ ჩაბეჭდეს, რამაც გაარას დედის სიკვდილი გამოიწვია. ამის გამო გაარა ბავშვობაში არავის უყვარდა. თავის მხრივ, გაარამაც შეიძულა მსოფლიო და მიზნად ყველა მოწინააღმდეგის განადგურება დაისახა. იგი შეუბრალებელ მკვლელად იქცა და ცნობილი გახდა, როგორც ქვიშის ჩანჩქერის გაარა. სიძულვილის დაძლევაში გაარას ნარუტო უზუმაკი დაეხმარა, რომლის მიბაძვით მან თავის მიმართ თანასოფლელთა დამოკიდებულება შეცვალა და ბოლოს სოფლის მეხუთე კაზეკაგე გახდა
ოჯახი
მეოთხე კაზეკაგე (მამა)
ტემარი (და)
კანკურო (ძმა)
კარურა (დედა)
იაშამარუ (ბიძა)