იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – თუნჯარელი მეტილისმენი

წამოველ მუნით და მოველ ქვეყანასა თუნჯარისასა. მუნ მრავალი ტილისმა და გრძნება იციან. ასეთი ჭკუათამყოფელი კაცი არ მივა, მათი რამ გაიგოს. 

ძველთაგან ვისმე ერთი კლდე გამოუხვრეტია შიგ დიდს მთაშია და შიგნით კამარებით ერთის დღის სავალი შეუკრავს ბნელითად და ერთი დიდი რკინის კარი შეუბამს და ასეთი ტილისმა დაუცს: წელიწადში ერთხელ გაეღება, ექვსსა ჟამსა ღია არის და აგრევ დაიხშვის. მას შიგან ტყავის ქარტების წიგნები შეუკრავს და ზედ არაბულად ტილისმანი და გრძნებანი დაუწერია. 

ვისაც მისი სწავლა უნდა, ერთის წლის ნუზლს და მის სანთელს მზას იქმს და მას კარზე დადგება. რა გაიღება, შევა. წლამდის შიგ უნდა იყოს, მონახოს. რა ძნელი ტილისმა უნდა, ჰპოებს და გარდასწერს. რაც გრძნება უნდა, მუნ შეიგნებს და რა წელიწადზე კარი გაეღება, გამოვა, და რაც უნდა იქმს. 

აწ მე მუნ ვიყავ, და ამბავი მოვიდა და მე კი თვალით არ მინახავს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button