ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ჰაგორომო ოცუცუკი

ჰაგორომო ოცუცუკი (大筒木ハゴロモ, ოცუცუკი ჰაგორომო), იგივე ექვსი გზის განდეგილი (六道仙人, რიკუდო სენნინ) ნინძიუცუს ხელობისა და ნინძათა სამყაროს შემქმნელი ლეგენდარული ფიგურაა, რომელმაც ათკუდიანი დაამარცხა და საკუთარ სხეულში მისი ჩაბეჭდვის გზით პირველი ჯინჩურიკი გახდა.

ჯირაიას თქმით, ჰაგორომო ოცუცუკი განდეგილი იყო, რომელიც დაუსრულებელი ომიანობის პერიოდში, დიდი ხნის წინათ გამოჩნდა. მან პირველმა შეიტყო სიმართლე ჩაკრას შესახებ, რისი წყალობითაც მსოფლიოს ახალი, მშვიდობის ერა მოუტანა. იგი დამოგზაურობდა და ხალხს ნინშუს, იგივე ნინძიუცუს, ასწავლიდა. ყოველივე ამის გამო, მას „ამ მსოფლიოს მხსნელი“ უწოდეს.

ნარუტოს სიუჟეტის დაწყებამდე საუკუნეებით ადრე ექვსი გზის განდეგილმა მსოფლიოს უძლიერესი დემონი – ათკუდიანი დაამარცხა. მან იგი თავის სხეულში ჩაბეჭდა და პირველი ჯინჩურიკი გახდა. იგი აცნობიერებდა, რომ ეს პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტა იყო, რადგან მისი სიკვდილის შემდეგ დემონი გათავისუფლდებოდა, ამიტომ სიკვდილის წინ ყოველი საგნის შექმნის გამოყენებით, განდეგილმა ათკუდიანი ცხრა ნაწილად დაყო და მისი ჩაკრასგან ცხრა არსება შექმნა, რომლებსაც კუდიანი ურჩხულები ეწოდათ. ჩიბაკუ თენსეის მეშვეობით, ექვსი გზის განდეგილმა ათკუდიანის სხეული ქვის უზარმაზარ სფეროში გამოამწყვდია და მთვარე შექმნა. მან ურჩხულებს სახელები უწოდა და იმ დროის შესახებ ესაუბრა, როდესაც ისინი „ერთ არსებად გაერთიანდებიან“ და მათ „სწორ გზაზე წაუძღვებიან“. გარდა ამისა, თავის შთამომავლობას მან ქვის დაფაზე ამოტვიფრული საიდუმლო ტექსტი დაუტოვა იმის შესახებ, თუ როგორ დაამარცხა ურჩხული. ტექსტის სრულყოფილად გარჩევა მხოლოდ რინნეგანითაა შესაძლებელი, შარინგანის მფლობელები კი მას მხოლოდ ნაწილობრივ კითხულობენ.

ექვსი გზის განდეგილის მიზანს მსოფლიოში მშვიდობის დასადგურება წარმოადგენდა, რისთვისაც მხოლოდ მისი სიცოცხლე საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ თავისი ძალა და ოცნება მან თავის ორ შვილს დაუტოვა. უფროსი ვაჟი, რომელსაც განდეგილის „თვალები“, ანუ მისი ჩაკრა და სულიერი ენერგია ხვდა წილად, მიიჩნევდა, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზას ძალაუფლება წარმოადგენს, ხოლო უმცროს ვაჟს, რომელსაც განდეგილის „სხეული“, ანუ მისი ნება და ფიზიკური ძალა ერგო, სწამდა, რომ მშვიდობის მოპოვება მხოლოდ სიყვარულითაა შესაძლებელი. სიკვდილის წინ ექვსი გზის განდეგილმა საკუთარ მემკვიდრედ თავისი უმცროსი ვაჟი დაასახელა. წყენითა და შურით აღვსილმა უფროსმა ვაჟმა თავისი ძმის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ეს შუღლი თაობებს გადაჰყვა და, ამგარად, უჩიჰასა და სენჯუს კლანები ერთმანეთის მოქიშპეები გახდნენ.

მემკვიდრეობა
თანდათანობით ექვსი გზის განდეგილი ლეგენდად იქცა. მისი არსებობის მოწმეებად მხოლოდ კუდიანი ურჩხულები შემორჩნენ. სიკვდილის წინ ექვსი გზის განდეგილმა ახალგაზრდა ურჩხულებს ხსნა აღუთქვა. გავა დრო და ისინი მიხვდებიან, რომ იგი ნარუტო უზუმაკის გულისხმობდა.

ექვსი გზის განდეგილის სიკვდილის შემდეგ მისი შთამომავლობა ორ ნაწილად დაიყო – სენჯუსა და უჩიჰას კლანებად. მათგან პირველი უზუმაკის კლანის შორეულ მონათესავედ ითვლება. მას შემდეგ, რაც მადარა უჩიჰამ ჰაშირამა სენჯუს დეენემი მოიპოვა და იგი საკუთარს შეურია, მან რინნეგანი გაიაქტიურა. მისი თქმით, ეს მოგვიანებით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ახალი დოძიუცუს წყალობით, მადარამ ექვსი გზის განდეგილის მიერ მთვარეში ჩაბეჭდილი ათკუდიანის ნაჭუჭის გამოძახება შეძლო და მსოფლიოს დაპყრობის მიზნით მთვარის თვალის გეგმა შეიმუშავა.

ნაგატოს რინნეგანის შემხედვარე ჯირაიას მიაჩნდა, რომ იგი ექვსი გზის განდეგილის რეინკარნაცია იყო. სინამდვილეში, თავისი გეგმის განსახორციელებლად, რინნეგანი მას მადარამ გადაუნერგა. უზუმაკისა და სენჯუს კლანების შთამომავალ ნაგატოს გარეთა გზის დემონური ქანდაკების გამოძახება ბუნებრივად შეეძლო. მისი თქმით, ექვსი გზის განდეგილის ჩიბაკუ თენსეისთან შედარებით მისი იგივე ტექნიკა არაფერი იყო

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button