ასტროლოგიაზოდიაქოპლანეტები

რეტროგრადული პლანეტები

ყველა პლანეტა განსხავებული სიჩქარით მოძრაობს, ზოგჯერ კონკრეტული პლანეტა დედამიწიდან ისე ჩანს, თითქოს საერთოდ არ მოძრაობს. როგორც მანქანის გადასწრებისას, პლანეტა, რომელსაც უსწრებენ გაჩერებულად აღიქმება და თითქოს უკუღმა მოძრაობს. ასეთ დროს, პლანეტას რეტროგრადულს უწოდებენ.

ნატალურ რუკაში რეტროგრედული პლანეტა R ნიშნით აღინიშნება პლანეტების გასწვრივ. რეტროგრადული პლანეტა დაყოვნებულ განვითარებას ასახავს, ან შესაძლოა განსხვავებულ ფაქტორებს სტანდარტული პლანეტისაგან. S სიმბოლოთი აღIნიშნება სტაციონარული პლანეტები, რომლების გაჩერებულად აღიქმება დედამიწიდან კონკრეტულ მომენტებში. პირდაპირ მოძრავ პლანეტებს ზოგჯერ D სიმბოლოთი აღნიშნავენ. რეტროგრედული პლანეტების საუკეთესო ეფექტი მაშინაა, როცა გარე პლანეტები (სატურნი, იუპიტერი) რეტროგრედირდება და ნატალურ პლანეტებთან ქმნიან ასპექტებს.

როგორც ამბობენ, რეტროგრადული პლანეტების ეფექტი მცირეა. ეს მართალია პერსონალური პლანეტების შემთხვევაში (მარსი, ვენერა, მერკური), თუმცა არა იუპიტერის და სატურნის შემთხვევაში, რომლებიც 6 თვემდე არიან ხოლმე რეტროგრადული.

რეტროგრადული მარსი – პირად რუკაში არსებული რეტროგრადული მარსი ფრიგიდულ პერსონას ქმნის, რომელიც ექსტრიმის საზღვრებს ცდება. ზოგიერთს სექსუალური ანტიპათიები გააჩნია. მარსი რეტროგრედირდება 6-დან 8 დღემდე, რაც პროგრესულ ცხრილში 60-დან 80 წლამდეა. ნელი მოძრაობის პერიოდის გამო, რეტროგრადირებამდე და მის შემდეგ 2 კვირის მანძილზე გავლენას ინარჩუნებს, ძირითადათ ქალებზე.

რეტროგრადული ვენერა – ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გამანადგურებელი. როგორც ვენერა ხდება ნელნელა რეტროგრადული, პიროვნებაც ისევე თანდათან კარგავს ინტერესს სექსუალური აქტივობების მიმართ. მეტად მოქმედებს მამაკაცებზე.

რეტროგრადული მერკური – ყოველდღიური საქმიანობები, რომლებსაც მერკური განაგებს, ძირგამოთხრილია. იწვევს უხვ გონებრივ შეცხომებს. მოგზაურობის გეგმები ხშირად იშლება. გაუგებრობებია ოჯახის წევრებთან და სამსახურში. ვისაც ასტროლოგია აინტერესებს, მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში ინტერესს კარგავს.

რეტროგრადული იუპიტერი – წარმატებას სხვების მარცხზე აგებენ. უნიკალური შესაძლებლობა გააჩნიათ სხვების მიგდებული პროექტები აამუშაონ. აღორძინებენ პრობლემურ კომპანიებს და აჩენენ დამალულ აქტივებს.

რეტროგრადული სატურნი – არ სურთ იყვნენ საზოგადოებაში ცნობილები, უსაფრთხოებას ინტელექტუალიზმსა და სპირიტუალიზმში ჰპოვებენ. მარტივად იძენენ გარე შთაგონებებს. მორცხვები, უხერხულები და ინტროვერტები სჩანან, აკლიათ სიმტკიცე და ამ ყველაფრის გადაფარვას ქედმაღლობით ცდილობენ. თავს მარტოსულად და იზოლირებულად გრძნობენ, მეგობრებისაგან გარიყულად და მათ იშვიათად უგებენ.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button