ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიკვლევები

კვლევა: მაინერების 76% განახლებადი ენერგიის წყაროებს იყენებს

გამოკითხვის თანახმად, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტის ალტერნატიული ფინანსების ცენტრმა (CCAF) ჩაატარა, კრიპტო მაინერების 76% PoW-კონსენსუსის ალგორითმზე იყენებს განახლებადი ენერგიის რესურსებს, თუმცა „მწვანე ელექტროენერგია“ ჯამური მოხმარებული ენერგიის მხოლოდ 39%-ს შეადგენს. 

მაინერების 62-მა პროცენტმა ენერგიის ძირითად წყაროდ ჰიდროელექტროსადგური დაასახელა. მას მოსდევს სადგურები, რომლებიც მუშაობს ქვანახშირსა და ბუნებრივ აირზე – 38% და 36% შესაბამისად. 

image.jpeg

მაინინგისთვის გამოყენებული ენერგიის წყაროების წილი. წყარო: CCAF 

გამოკითხვის თანახმად, ჩინელი მაინერები ძირითადად ეყრდნობიან ჰიდროენერგიასა და ქვანახშირს – ეს წყაროები რესპონდენტების 65-მა პროცენტმა დაასახელა. CCAF-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს დაკავშირებულია შემდეგთან: მაინინგ-სიმძლავრე კონცენტრირებულია სიჩუანისა და იუნნანის პროვინციებში (ჭარბი ჰიდროენერგია), ასევე სინცზიანსა და შუა მონღოლეთში (ქვანახშირის გენერაცია).  

image.jpeg

მაინინგის ენერგორესურსების განაწილება რეგიონების მიხედვით. წყარო: CCAF 

ანალიტიკოსებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში მაინინგისთვის გამოიყენება ელექტროენერგიის წყაროების ყველაზე ფართო სპექტრი. მათ აღნიშნეს გაზის დიდი წილი – 41%. ამას CCAF უკავშირებს ტეხასსა და ჩრდილოეთ დაკოტაში Bitcoin-ის მოპოვებისთვის გაზის გამოყენების შესახებ არსებულ პროექტებს. 

CCAF-ის სპეციალისტებმა აღნიშნეს, რომ ადრე გამოუშვეს ინტერაქტიული რუკა Cambridge Bitcoin Electricity Consumption Index-ის (CBECI) საფუძველზე Bitcoin-ის ქსელში ენერგომოხმარების კვლევისთვის. მისი მონაცემები გამოკითხვის შედეგებთან ერთად იძლევა ალტერნატიულ მიდგომას მაინინგის ენერგეტიკული ბალანსის შეფასებისთვის. 

მოცემული მეთოდოლოგიის მიხედვით გამოდის, რომ პირველი კრიპტოვალუტის მაინინგის დაახლოებით 29% იკვებება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკას აქვს (63%), თუმცა რეგიონზე მოდის Bitcoin-ის ჰეშრეითის მხოლოდ 8%. 

image.jpeg

Bitcoin-მაინინგის განახლებადი ენერგორესურსების წილი. წყარო: CCAF 

CBECI-ს თანახმად, Bitcoin-მაინერების მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარება ფასდება 64 ტვატ/სთ-ად. კრიპტოვალუტის კრიტიკოსები ცალსახად ამტკიცებენ, რომ მაინინგი ენერგომოხმარების დიდი მოცულობით ზიანს აყენებს ეკოლოგიას. 

ადრე ჰავაის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოთვალეს, რომ მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში Bitcoinის მოპოვებისგან გამოწვეულმა მავნე ნარჩენებმა 69 მლ ტონა შეადგინა. თუმცა დანიელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოგადად მიღებული შეფასებით, ეს მაჩვენებელი თითქმის 70% -ით არის გადაჭარბებული განახლებადი ენერგიის გამოყენების გამოკლებით. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button