გუნდი 7 (第7班, დაინანაჰან) ნარუტოს 631-ე თავია.
შინაარსი
მინატო აფეთქებისთვის მზადყოფნას გამოაცხადებს და მასშტაბური აფეთქებით დაბნეულ გაერთიანებულ ძალებს აუხსნის, რომ კუდიანი ურჩხულის ბურთი მან ზღვისკენ გაგზავნა. საკურა შენიშნავს, რომ მინატო უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციითაა გაცოცხლებული. მინატო მას ეტყვის, რომ იგი მათ მხარეზეა და ნარუტოს განკურნებისთვის მას მადლობას გადაუხდის. გარდა ამისა, მინატო საკურას ჰკითხავს, იგი ნარუტოს შეყვარებული ხომ არაა. ნარუტოს პასუხით გაცხარებული საკურას შემხედვარე მინატოს კუშინა გაახსენდება და უხერხულად გაიღიმებს. საკურას კითხვაზე, თუ რატომ არ გაუკვირდა მას მინატოს გამოჩენა, ნარუტო უპასუხებს, რომ ცხრაკუდიანის ჩაკრას რეჟიმში ყოფნისას მან მინატოსა და სხვების სიახლოვე იგრძნო. ამასობაში ბრძოლის ველზე სხვა ჰოკაგეებიც მივლენ. ჰაშირამას ხილვით აღტაცებული მადარა მას ეტყვის, რომ იგი მის გამოჩენას ელოდა. ჰაშირამა მტერს მიუგებს, რომ მას მას შემდეგ მიხედავს, რაც ათკუდიანს შეაჩერებს. ამის გამგონე მადარა ირონიული ღიმილით განაცხადებს, რომ ჰაშირამა არ შეცვლილა. მინატო ნარუტოს დასვენებას ურჩევს და ეტყვის, რომ მისი მეგობარიც გზაშია და რომ ისიც მის მხარესაა. მინატო ცხრაკუდინის ჩაკრას რეჟიმში გადავა და მის მიერ გაკეთებული მონიშვნების წყალობით ჰოკაგეები ათკუდიანს ოთხი წითელი მზის საბრძოლო დაბანაკებაში გამოამწყვდევენ, რაც წითელ გამჭვირვალე კუბს წარმოადგენს, რომლის შექმნა მხოლოდ ოთხ კაგეს შეუძლია. ამასობაში ბრძოლის ველზე სასკე და ჯუგო მივლენ. ნარუტო სასკეს ეტყვის, რომ მას საკმაოდ დააგვიანდა. მისი ხილვით შეშფოთებული კონოჰა 11-ის წევრების წინაშე სასკე განაცხადებს, რომ მან თავისი სოფლის დაცვა და მის ჰოკაგედ გახდომა გადაწყვიტა. მისი ნათქვამით აღშფოთებული ყოფილი მეგობრების გასაგონად სასკე დაამატებს, რომ მას არ აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე სხვები. ნარუტოს იტაჩი მოაგონდება, რომელმაც მას უთხრა, რომ ჰოკაგე ის ხდება, ვისაც ასეთად ყველა აღიარებს. სასკე განაცხადებს, რომ მოცემული სიტუაცია კაგეებმა შექმნეს და რომ იგი ჰოკაგე გახდება და სოფელს შეცვლის. ნარუტოს გაახსენდება, რომ სასკეს გადარჩენა იტაჩიმ მას მიანდო. იგი წამოდგება და განაცხადებს, რომ ჰოკაგე თავად გახდება. მათი საუბრით შეშფოთებული ჰაშირამა მათ შეახსენებს, რომ ჰოკაგეობა არც ისეთი ადვილია და მათ მტრის დასამარცხებლად ძალების გაერთიანებას ურჩევს. სასკე და ნარუტო ათკუდიანის სიახლოვეს გადაინაცვლებენ, მანამდე კი ნარუტო საკურას განკურნებისთვის მადლობას გადაუხდის და დასვენებას ურჩევს. მისი სიტყვებით გაბრაზებული საკურა მას შეახსენებს, რომ იგი ის სუსტი ქალი არაა, რომელსაც მათთან ერთად ბრძოლა არ შეუძლია, რომ ისიც ერთ-ერთმა სანნინმა გაწვრთნა და ისიც გუნდი 7-ის წევრია. მისი სიტყვების მოსმენით გახარებული ნარუტო განაცხადებს, რომ გუნდი 7 ხელახლა დაიბადა და სამეული საბრძოლველად გაემზადება.