ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – თავი 636

ამჟამინდელი ობიტო (今のオビト, იმა ნო ობიტო) ნარუტოს 636-ე თავია.

შინაარსი
კაკაში განაცხადებს, რომ მას ილუზიური ბრძოლა მობეზრდა და ობიტოს გენძიუცუს შეწყვეტას შესთავაზებს, რის შემდეგაც ისინი ნამდვილ ბრძოლას დაიწყებენ. კაკაშის მოაგონდება, თუ როგორ ავარჯიშებდა მათ მინატო ნამიკაზე ორთაბრძოლაში. ობიტო ცეცხლის გამოშვება: დიდებული ცეცხლის ბურთის ტექნიკას გამოიყენებს, რასაც კაკაში აიცდენს. იგი გადაწყვეტს, რომ ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, ნარუტოსა და „ძველი ობიტოს“ ამჟამინდელისგან დაცვაა და მოწინააღმდეგეს გულმკერდში ელვით დამუხტულ კუნაის მკლავითურთ გაუყრის. პარალელურად, ობიტო კაკაშის ფერდში ჩაკრას მომშლელი მახვილით დაჭრის. იგი განაცხადებს, რომ კაკაშის ომს არ მოაგებინებს და კამუის მეშვეობით სხვა ადგილას გადაინაცვლებს. ამასობაში მადარა ჰაშირამას ხის კლონს სუსანოოს მახვილზე წამოაგებს და შენიშნავს, რომ კლონებთან ბრძოლა არ ისე სახალისოა. ამ დროს იგი ობიტოს მდგომარეობას იგრძნობს. მადარა გადაწყვეტს, რომ თავის ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკით გაცოცხლების ჟამი დადგა და ძიუცუს შესრულებას შეუდგება. შედეგად ობიტოს მარჯვენა მხარე გაშავდება და მისი მხრიდან და მკლავიდან რამდენიმე შავი ღერო გამოვა. მას თვალწინ რინის სახე წარმოუდება, რის შემდეგაც იგი ხელებს შეკრავს და დაიღრიალებს.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button