კეკკეი გენკაი (血継限界, ქართ. “ტექნიკა, შეზღუდული სისხლით მემკვიდრეობით”) ისეთ განსაკუთრებულ შესაძლებლობას ჰქვია, რაც გენეტიკურად გადაიცემა.[1] როგორც ანიმეში შიკამარუ ნარამ განმარტა, კეკკეი გენკაის ორი ელემენტის ურთიერთმოქმედება წარმოქმნის, შესაბამისად “კეკკეი გენკაი შინობი” ისეთ შინობს ეწოდება, რომელსაც ჩაკრას ბუნების ორნაირად გარდაქმნა შეუძლია.[2] მაგალითად, ჰაშირამა სენჯუს ხის გამოშვება მიწის გამოშვებისა და წყლის გამოშვების ურთიერთმოქმედების შედეგს წარმოადგენდა.
კეკკეი გენკაის კოპირება შეუძლებელია. თუ შინობი მას ბუნებრივად არ ფლობს, იგი ასეთ ტექნიკას ვერ შეასრულებს, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც კეკკეი გენკაი გენეტიკური მანიპულაციების შედეგად შეიძინეს. მაგალითად, მადარა უჩიჰამ და ობიტო უჩიჰამ ხის გამოშვება ჰაშირამას უჯრედების გადანერგვით შეიძინეს. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში კეკკეი გენკაის მართვა ძნელია და იგი ორიგინალზე გაცილებით სუსტია.
თუმცა, როგორც წესი, კეკკეი გენკაი ამა თუ იმ კლანისთვისაა დამახასიათებელი, ზოგიერთ მათგანს ერთადერთი ადამიანი ფლობდა. მაგალითად, ხის გამოშვების ერთადერთი ცნობილი გამომყენებელი ჰაშირამა იყო, შიკოცუმიაკუს კი მხოლოდ კიმიმარო ფლობდა. გარდა ამისა, ზოგიერთი კეკკეი გენკაი არამონათესავე ადამიანებში გამოვლინდა. მაგალითად, ცნობილია ლავის გამოშვების მფლობელი კირიგაკურეს, იუაგაკურესა და კუმოგაკურეს შინობები, მაგნიტის გამოშვების მფლობელი კუმოგაკურესა და სუნაგაკურეს შინობები.
კეკკეი გენკაის გაუმჯობესებულ ვარიანტს კეკკეი ტოტა წარმოადგენს. იგი სამი განსხვავებული ელემენტის შერწყმის შედეგად სრულდება.