გიუკი (牛鬼, გიუკი), იგივე რვაკუდიანი (八尾, ჰაჩიბი) კუდიანი ურჩხულია, რომლის ჯინჩურიკი არის კილერ ბი. ათწლეულების მანძილზე გიუკი კუმოგაკურეს საკუთრებაში იმყოფებოდა, სადაც იგი მრავალი ჯინჩურიკის სხეულში იქნა ჩაბეჭდილი. მათ შორის კილერ ბი იყო ის პირველი და ერთადერთი შინობი, რომელმაც რვაკუდიანთან დაძმობილება და თანამშრომლობა შეძლო. მეოთხე მსოფლიო ომში, ათკუდიანის აღდგენის მიზნით აკაცუკი გიუკისა და კურამას (ცხრაკუდიანი ურჩხულის) ჯინჩურიკების შეპყრობას განიზრახავს, რის გამოც რაიკაგეს ბრძანებით გაერთიანებული ძალები მათ მტრისაგან გადამალავენ. გარეგნულად გიუკის აქვს ხარის თავი და რვა საცეცი, რითაც იგი რვაფეხას წააგავს. სხვა ურჩხულების მსგავსად ისიც ჩაკრას უზარმაზარ რაოდენობას ფლობს. გიუკის უძლიერესი ტექნიკაა კუდიანი ურჩხულის ბურთი.
Related Articles
Check Also
Close - ანიმე ნარუტო – თავი 631იანვარი 19, 2021