ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ჩიბაკუ თენსეი

ჩიბაკუ თენსეი რინნეგანის მფლობელის უნიკალურ ტექნიკას წარმოადგენს, რაც დევას გზის მეშვეობით სრულდება. მისი გამოყენებით ექვსი გზის განდეგილმა ათკუდიანის სხეულის ჩასაბეჭდად მთვარე შექმნა.

ნაგატოს მიაჩნდა, რომ მისი ჩიბაკუ თენსეი ექვსი გზის განდეგილის იმავე ტექნიკაზე გაცილებით სუსტი იყო. მიუხედავად ამისა, იგი კუდიანი ურჩხულის ბურთის მიმართ მდგრადი აღმოჩნდა და მან შვიდკუდიანი ნარუტოს შეჩერება შეძლო, თუმცა მას შემდეგ, რაც ნარუტო რვაკუდიანის რეჟიმში გადავიდა, მან ტექნიკა გაარღვია, რის გამოც ნაგატომ სფეროს გადიდება გადაწყვიტა.

გამოყენების წესი
გამომყენებელი ხელებს შორის გრავიტაციის პატარა შავ სფეროს წარმოქმნის, რასაც ცაში უშვებს და მიწიდან გარკვეულ მანძილზე აჩერებს. იგი დედამიწის ზედაპირის მიზიდვას იწყებს და ამგვარად ზომაში იზრდება. ტექნიკის გამოყენების შედეგად მიწაზე უზარმაზარი კრატერი რჩება.

ჩიბაკუ თენსეის შეჩერება გრავიტაციის სფეროს განადგურებითაა შესაძლებელი. ტექნიკის შესრულება დევას გზას მხოლოდ ნაგატოს სიახლოვეს შეეძლო. ჩიბაკუ თენსეის გამოყენება დიდ ენერგიას, კონცენტრაციასა და გამძლეობას საჭიროებს. დასუსტებული ნაგატო ტექნიკის დიდი ხნით შეკავებას ვერ შეძლებს და სფერო დაშლას დაიწყებს.

ვიდეო თამაშებში
ჩიბაკუ თენსეი პირველად ვიდეო თამაშში Naruto Shippūden: Shinobi Rumble გამოჩნდა, სადაც მას “ექვსი გზის ტექნიკა” (六道の術, რიკუდო ნო ჯუცუ) ჰქვია, მის გაძლიერებულ ვერსიას კი – “ექვსი გზის ტექნიკა: შეჯახება” (六道の術・崩壊, რიკუდო ნო ჯუცუ: ჰოკაი). აქ პეინი თავს ზემოთ საშუალო ზომის ქვის სფეროს წარმოქმნის, რასაც მოწინააღმდეგეს ესვრის.

ჩიბაკუ თენსეი ვიდეო თამაშიდან Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 2 თამაშში Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 2 ჩიბაკუ თენსეის პეინი ცხრაკუდიანის დასაჭერად იყენებს.

თამაშში Naruto Shippūden: Ultimate Ninja Storm 3 ნაგატო მოწინააღმდეგეს გრავიტაციის შავ სფეროს ესვრის, რასაც უმალ ქვის უზარმაზარ სფეროდ აქცევს და ჩაკრას ბლასტით აფეთქებს.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button