ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ჩაკრა

ჩაკრა (チャクラ, ჩაკურა) ფიზიკური ენერგიისა (身体エネルギー, შინტაი ენერუგი) და სულიერი ენერგიის (精神エネルギー, სეიშინ ენერუგი) კომბინაციას წარმოადგენს. მათგან პირველს ორგანიზმის ყველა უჯრედი გამოიმუშავებს, მეორე კი ვარჯიშისა და გამოცდილების შედეგად მიიღება. გამომუშავებული ჩაკრა ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის მსგავსად იწყებს მოძრაობას და ჩაკრას 361 წერტილიდან (ტენკეცუდან) რომელიმეს გადაეცემა, რის შემდეგაც სხეულიდან მისი გამოთავისუფლება ხდება. ჩაკრას მართვის შედეგად ისეთი არაბუნებრივი ეფექტები მიიღება, როგორიცაა წყალზე სიარული, ცეცხლის ამოსუნთქვა, ილუზიების წარმოქმნა და სხვა. ჩაკრას დასარეგულირებლად ხელის ნიშნები გამოიყენება.

რვა კარი
რვა კარი (八門, რვა შიდა კარი) შინობის ჩაკრას მიმოქცევას არეგულირებს, რათა იგი ჩაკრას გადამეტებულად მოხმარების შედეგად არ დაიღუპოს. ზოგიერთ ნინძას თავადვე შეუძლია მათი მართვა და, შესაბამისად, ჩაკრას გამოსაყენებელი რაოდენობის კონტროლიც. კისამესთან ბრძოლის დროს გაიმ ექვსი მათგანის გაღება მოახერხა. რვავე კარის გახსნის შემთხვევაში ნინძა მეტისმეტად ძლიერი და სწრაფი ხდება, თუმცა მცირე ხნით, რადგან ორგანიზმი ამხელა დატვირთვას ვერ უძლებს და შინობი იღუპება.

ჩაკრას ძირითადი ტიპები
არსებობს ბუნების ხუთი ძირითადი ტიპი: ცეცხლი, ქარი, ელვა, მიწა და წყალი. ამ ტიპებს სხვაგვარად ელემენტები ეწოდება. ისინი ერთმანეთთან წრიულად არიან დაკავშირებულნი ისე, რომ ყოველი მათგანი წინაზე სუსტი, მომდევნოზე კი ძლიერია. საშუალო დონის შინობი მხოლოდ ერთ ელემენტს ფლობს მაშინ, როცა რინნეგანის მფლობელს ხუთივეს მართვა შეუძლია. გარდა ამისა, ყოველი შინობი რომელიმე ელემენტისადმი გენეტიკურადაა მიდრეკილი. მაგალითად, უჩიჰას კლანის ელემენტია ცეცხლი, შესაბამისად, მათი ტექნიკების უმრავლესობა ცეცხლის გამოშვებაზეა დაფუძნებული. გარდა აღნიშნულისა, არსებობენ ბუნების გაუმჯობესებული ტიპებიც. მაგალითად, ხეს ორი განსხვავებული ბუნების – მიწისა და წყლის ურთიერთმოქმედება წარმოქმნის. ასეთი ტექნიკის შესრულება მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც გენეტიკა ამის შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ თუ შინობი იმავდროულად ჯინჩურიკიცაა, საკუთარი და მასში არსებული კუდიანი ურჩხულის ჩაკრას შერწყმით მასაც შეუძლია განსხვავებული ელემენტების დაკავშირება.

ინი და იანი
ბუნების ტრანსფორმაციის ხუთი ძირითადი ტიპის გარდა არსებობს მეექვსეც – ინი და იანი. მათგან პირველი წარმოსახვისა და სულიერი ენერგიის საწყისს წარმოადგენს, მეორე კი ცხოველქმედობისა და ფიზიკური ენერგიის საწყისია. იამატოს თქმით, ინისა და იანის ურთიერთმოქმედება ისეთი ტექნიკების წყაროა, როგორებიცაა შიკამარუ ნარას ჩრდილის მიბაძვის ტექნიკა, ჩოჯის ზომაში გადიდების ტექნიკა, სამკურნალო ნინძიუცუ, გენძიუცუ და სხვა ისეთი ძიუცუები, რომლებიც რომელიმე ელემენტზე, ან ელემენტებზე არ არიან დაფუძნებულნი.

შიკამარუს განმარტებით, ტაიუიას დემონი მატლები სულიერი ენერგიის სახით არსებობდნენ, რის გამოც მათი ფორმა არასტაბილური იყო, ფიზიკურ ენერგიის ნაკლებობის გამო კი ისინი მასზე ნადირობდნენ და მისით იკვებებოდნენ[4]. შიკამარუმ ასევე აღნიშნა, რომ ტაიუია მისნაირი შინობი იყო და ბრძოლის დროს იგი ისეთივე “განსაკუთრებულ ჩაკრას” იყენებდა, როგორსაც თავად იყენებს. აქედან გამომდინარე, ნარას კლანისთვის დამახასიათებელი ჩრდილის ტექნიკაც სავარაუდოდ იანისა და იანის კომბინაციის შედეგს უნდა წარმოადგენდეს.

სხვა ტიპები
კუდიანი ურჩხულების ჩაკრა
კუდიანი ურჩხულები უსხეული ქმნილებები არიან. ისინი ჩაკრას ფორმით არსებობენ, რის გამოც ადამიანის ორგანიზმში მათი გამომწყვდევაა შესაძლებელი. ასეთ ადამიანს ჯინჩურიკი ეწოდება. მას კუდიანი ურჩხულის ჩაკრას გარკვეული დოზით გამოყენება შეუძლია, თუმცა მეტად ადვილად ექცევა ამ უკანასკნელის კონტროლ ქვეშ. ამის გამო, ყოველი ჯინჩურიკი ბრძოლის დროს არასტაბილურობით, თვითკონტროლის დაბალი დონით გამოირჩევა და ხშირად მოწინააღმდეგესთან ერთად საკუთარ თავთანაც უხდება ბრძოლა. აღსანიშნავია, რომ დამალულ სოფლებს შორის ჯინჩურიკების გადანაწილებას არაერთი მსოფლიო ომი დასჭირდა. ზოგადად, კუდიანი ურჩხულის ჩაკრას ოდენობა მისი კუდების რაოდენობაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი კუდი აქვს ურჩხულს, მით უფრო ძლიერია იგი. მაგალითად, ცხრაკუდიანის ჩაკრამ თვით პეინიც კი აღაფრთოვანა.

სენძიუცუს ჩაკრა
სენძიცუს ჩაკრა (仙術チャクラ) გარემომცველი ბუნებიდან მიიღება. იგი ნინძას სისწრაფესა და სიმტკიცეს ანიჭებს და მის ტაიძიუცუს, ნინძიუცუსა და გენძიუცუს აძლიერებს. ამგვარი ჩაკრას გამომუშავება ღრმა მედიტაციას საჭიროებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შინობი რამდენიმე ხანს გაუნძრევლად უნდა იჯდეს, რათა კარგად შეიგრძნოს ბუნების ენერგია, რაც მას გარს არტყია. შედეგად იგი ადამიანის სულიერ და ფიზიკური ენერგიას ერწყმის, რაც ერთობლიობაში სენძიუცუ ჩაკრას სამ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. რაც უფრო დიდია ნინძას პოტენციალი, მით უფრო მეტი “გარე ენერგიის” ათვისება შეუძლია მას. სენძიუცუს ჩაკრას მეშვეობით ჯირაია და ნარუტო სენნინის რეჟიმში გადასვლას ახერხებენ, რაც ჩაკრას ძალზე დიდ ოდენობას მოითხოვს.

ჩაკრას ფორმა
ზოგიერთი ძიუცუს გამოყენება ჩაკრასთვის სათანადო ფორმის მიცემას მოითხოვს, მაგალითად ასეთია რასენგანი.

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button