ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – ჯინჩურიკი

ჯინჩურიკი (人柱力, ქართ. „ადამიანის მსხვერპლშეწირვის ძალა“) ისეთ ადამიანს ეწოდება, რომელშიც კუდიანი ურჩხულია ჩაბეჭდილი. აქედან გამომდინარე, თითოეული მათგანი ჩაკრას არაბუნებრივად დიდ მარაგს ფლობს.

ჯინჩურიკი, როგორც წესი, მარტოსული ადამიანია. მასში არსებული ურჩხული სხვებში შიშს, ზოგჯერ კი სიძულვილსაც იწვევს. დეიდარას თქმით, პირველი ორი ჯინჩურიკი, რომლებიც აკაცუკიმ დაიჭირა, მათ სოფლებს სძულდათ და ისინი მოხარულებიც კი დარჩნენ მათი თავიდან მოშორებით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ჯინჩურიკი საზოგადოებისგან თავის გარიყვის ნაცვლად მისი პატივისცემის მოპოვებისთვის იბრძვის და მიზანს აღწევს კიდეც, როგორც ეს ნარუტომ, კილერ ბიმ და გაარამ გააკეთეს.

ისტორია
პირველი ჯინჩურიკი ექვსი გზის განდეგილი იყო, რომელმაც ათკუდიანი ურჩხული საკუთარ სხეულში ჩაბეჭდა. სიკვდილი წინ მან ათკუდიანის ჩაკრა ცხრა ნაწილად დაყო, ჩიბაკუ თენსეის გამოყენებით კი მისი სხეული ქვის უზარმაზარ სფეროში გამოამწყვდია და ამგვარად შექმნა მთვარე.

დამალული სოფლების დაარსების პერიოდში პირველმა ჰოკაგემ, ჰაშირამა სენჯუმ, საკუთარი უნიკალური ხის გამოშვების ტექნიკის წყალობით, რამდენიმე კუდიანი ურჩხული შეიპყრო და მშვიდობის ნიშნად სხვა სოფლებს დაურიგა. ამგვარად მან დამალული სოფლები ერთმანეთთან გაათანასწორა. სუნაგაკურეს მეორე კაზეკაგე პირველი იყო, რომელმაც კუდიანი ურჩხული ადამიანში ჩაბეჭდა კატეგორია:გასამართავი სტატიები. მის მაგალითს მალე სხვა სოფლებიც გაჰყვნენ. მათ მიზანს ძლევამოსილი იარაღის შექმნა წარმოადგენდა. თავად ჰაშირამა სენჯუმ ცხრაკუდიანი ურჩხული, მისგან კონოჰასა და მთელი მსოფლიოს დაცვის მიზნით, მიტო უზუმაკიში ჩაბეჭდა. როგორც წესი, ჯინჩურიკის კანდიდატურის შერჩევა კაგეს ოჯახის წევრთაგან ხდებოდა, რადგან სოფელთან მას მჭიდრო კავშირი ჰქონოდა. გარდა ამისა, ეს კაგეს ძლიერების წარმოჩენასაც ემსახურებოდა. მაგალითად, გაარა მეოთხე კაზეკაგეს შვილია, კილერ ბი კი მეოთხე რაიკაგესათვის ძმის მსგავსი ფიგურაა.

ჩაბეჭდვა
ყოველ სოფელს ურჩხულის ჩაბეჭდვის საკუთარი წესი აქვს. კონოჰასთვის ესაა რვა სიმბოლოს ჩაბეჭდვის სტილი, კუმოგაკურესთვის კი − რკინის ჯავშნის ბეჭედი. აკაცუკი ამ მიზნით აჩრდილი დრაკონების ცხრა შთანთქმის ბეჭედს იყენებდა, რისი მეშვეობითაც კუდიანი ურჩხულის ჩაკრა გარეთა გზის დემონურ ქანდაკებაში გადადიოდა. მეოთხე მსოფლიო ომის დაწყების დროისთვის მათ ცხრიდან შვიდი ცალი ურჩხული ჰყავდათ ჩაბეჭდილი.

კუდიანი ურჩხულის ჩაკრას ჯინჩურიკიდან ამოცლის შემთხვევაში ეს უკანასკნელი კვდება. სავარაუდოდ, ჯინჩურიკის სიკვდილის შემთხვევაში კვდება მასში არსებული ურჩხულიც. სწორედ ამ მიზნით, მეოთხე მსოფლიო ომში ე ბრძოლის ველისკენ მიმავალი ნარუტოს მოკვლას გადაწყვეტს. როგორც ჩანს, ყველა ადამიანს არ შეუძლია გახდეს ჯინჩურიკი. ამისთვის იგი ბუნებრივად თავსებადი უნდა იყოს.

აღსანიშნავია, რომ ბეჭედი, რომელიც კუდიან ურჩხულს ჯინჩურიკის სხეულში აკავებს, ყველაზე მეტად ორსულობის პერიოდში სუსტდება. სწორედ ამიტომ ურჩხულის გათავისუფლების ყველაზე დიდი საფრთხე ამ პერიოდში არსებობს.

შესაძლებლობები
კუდიანი ურჩხულების წყალობით ჯინჩურიკები ჩაკრას უზარმაზარ რაოდენობას ფლობენ და, შესაბამისად, ძლევამოსილი შინობები არიან. გარდა ამისა, ურჩხულებისგან ისინი უნიკალურ შესაძლებლობებს იძენენ, მაგალითად: ფუს ფრენა შეუძლია, კილერ ბის − მელნის წარმოქმნა, ნარუტოს − სწრაფი რეგენერაცია და ნეგატიური ემოციების შეგრძნობა. ჯინჩურიკებს კუდიანი ურჩხულის რეჟიმში გადასვლა შეუძლიათ, თუმცა ურჩხულის ძალის მართვა ბევრ ვარჯიშს საჭიროებს. გეროტორას თანახმად, კუდიანი ურჩხულის ჩაკრას გამოყენებასთან ერთად ჯინჩურიკში მისი ცნობიერების ნაწილიც გადადის, რაც მასში შინაგან ბრძოლას იწვევს. თუ ჯინჩურიკი კუდიანი ურჩხულის ზემოქმედების ქვეშ სრულად მოექცევა, ბეჭედი გაუქმდება და ურჩხული გათავისუფლდება.

ჯინჩურიკების სია
შუკაკუ

ბუნპუკუ
მეორე ჯინჩურიკი
გაარა
ობიტო უჩიჰა
ნარუტო უზუმაკი


მატატაბი
იუგიტო ნიი
ნარუტო უზუმაკი


ისობუ
რინ ნოჰარა
იაგურა კარატაჩი
ნარუტო უზუმაკი


სონ გოკუ
როში
ნარუტო უზუმაკი


კოკუო
ჰანი
ნარუტო უზუმაკი


საიკენი
უტაკატა
ნარუტო უზუმაკი


ჩომეი
ფუ
ნარუტო უზუმაკი


გიუკი
ბურუ ბის მამა
ბურუ ბის ბიძა
ბურუ ბი
კილერ ბი
ობიტო უჩიჰა
ნარუტო უზუმაკი


კურამა
მიტო უზუმაკი
კუშინა უზუმაკი
ნარუტო უზუმაკი


ათკუდიანი
ჰაგორომო ოცუცუკი
ობიტო უჩიჰა
მადარა უჩიჰა

Source
https://naruto.fandom.com/ka/wiki/%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button