ავტომობილიახალი ამბებიმსოფლიო

ილონ მასკი წარმოგიდგენთ ლას-ვეგასის ქვეშ გვირაბების ქსელის მიწისქვეშა სადგურის ფოტოებს

ერთ თვეში ილონ მასკის კომპანია Boring Company გეგმავს პირველი სადგურის ამოქმედებას ლას-ვეგასის მახლობლად მდებარე მიწისქვეშა გვირაბების ქსელში. მასკმა არ განახორციელა ფუტურისტული პროექტი ვაკუუმური გვირაბებითა და კაფსულა-მატარებლებით. მისმა კომპანიამ იმოქმედა მარტივად – გათხარა გვირაბები და მათში გაუშვებს თვითმართვად ელექტრომობილ Tesla Model 3-ს.

გვირაბების პირველი მონაკვეთის გახსნა, რომლის სიგრძე დაახლოებით 1.3 კილომეტრია და მოიცავს ორ მიწისქვეშა სადგურს, დაგეგმილი იყო CES 2021 წლისთვის, მაგრამ ამჯერად კორონავირუსის პანდემიის გამო გამოფენა ონლაინ-რეჟიმში გადაიტანეს. ნებისმიერ შემთხვევაში, Boring Company პირობას დებს, რომ სამუშაოებს გეგმის მიხედვით დაასრულებს და ამის დამამტკიცებელი საბუთია ერთ-ერთი მშენებარე სადგურის ახალი ფოტო. 

ფოტო შეესაბამება მიწისქვეშა სადგურის კომპიუტერულ მოდელს, რომლის გამოსახულებაც ამა წლის დასაწყისში გამოქვეყნდა. როგორც კომპიუტერულ გამოსახულებაზე, ისე რეალურ სურათზე ჩანს გვირაბის ორი შესასვლელი, სადაც სხვადასხვა მიმართულებით იქნება მოძრაობა. ასევე ჩანს ესკალატორი სადგურამდე მგზავრების ჩაყვანისა და ზედაპირზე ასვლისთვის. 

image.jpeg

მიწისქვეშა სადგურის კომპიუტერული ნიმუში. ფოტოს წყარო: Boring Company 

Boring Company-მ წელს განაცხადა, რომ გეგმავს მიწისქვეშა გვირაბის ქსელის გაფართოებას ლას-ვეგასის საკონფერენციო ცენტრის (LVCC) თავდაპირველად არჩეული ადგილის გარეთ, მაგალითად, ახლომდებარე კაზინოსთან. თანდათანობით, ქსელი გაფართოვდება ლას-ვეგასის ქვეშ და მოიცავს უფრო და უფრო პოპულარულ ადგილებს. Boring Company-ს სატრანსპორტო ქსელმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს როგორც ტურისტულმა ღირსშესანიშნაობამ, მაგრამ როგორც საქალაქო ტრანსპორტირების საშუალებას, მას მაღალი მოთხოვნადობის მცირე შანსი აქვს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button