![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/12/SP-Dow-Jones-აამოქმედებს-კრიპტოსავალუტო-ინდექსს.jpeg?fit=800%2C495&ssl=1)
S&P Dow Jones აამოქმედებს კრიპტოსავალუტო ინდექსს
აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსების მომწოდებელი – S&P Dow Jones Indices წარადგენს ახალ პროდუქტს ციფრული აქტივების საფუძველზე, რომელიც 2021 წელს ამოქმედდება. კრიპტოვალუტებზე შექმნილი ინდექსის გამოშვება გამოცხადდა ოფიციალურ პრეს-რელიზში. პროდუქტი შემუშავდება ნიუ-იორკში დაფუძნებულ კომპანია Lukka-სთან პარტნიორობით.
კომპანიაში კრიპტოვალუტების ინდექსის ამოქმედების მიზეზი ინვესტორების მხრიდან მათ მიმართ ინტერესის ზრდა გახდა. S&P Dow Jones Indices– ის ინოვაციებისა და სტრატეგიის გლობალურმა ხელმძღვანელმა პიტერ როფმანმა აღნიშნა, რომ ინდექსი გაამარტივებს ციფრული აქტივების მართვის პროცესს და დაიცავს ინვესტორებს ბაზარზე არსებული სპეკულაციური რისკებისგან.
S&P Dow Jones არ არის პირველი კომპანია, რომელიც გამოუშვებს კრიპტისავალუტო ინდექსს. 2019 წელს მსგავსი პროდუქტი წარადგინა მსოფლიოს სიდიდით მეორე საფონდო ბირჟა Nasdaq-მა. მან დაამატა ინდექსი, რომელიც დაფუძნებულია 100 კრიპტოაქტივზე – სახელწოდებით CIX100.