ახალი ამბებითამაშები

Xbox Game Pass შეივსება ახალი თამაშებით და ეღირება 1 $

Microsoft-ი შეავსებს Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალს და აწესებს დროებით აქციას გამოწერაზე – 1 აშშ დოლარი სამი თვის განმავლობაში.

კომპანია Microsoft-მა, რომელმაც ახალი კონსოლი Xbox Series X შექმნა, განაცხადა, რომ შეივსება Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომი გახდება დროებითი ფასდაკლება მათთვის, ვისაც ამ დრომდე არ გამოუყენებია სერვისი. Game Pass Ultra-ს შეძენა შესაძლებელი იქნება 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 აშშ დოლარად, ამასთან 15 დეკემბრიდან გამომწერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება Electronic Arts-ის ყველა თამაში. 

image.png

დეკემბრის შევსებით გამოწერის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი თამაშები: 

  • Control 
  • Slime Rancher 
  • Rage 2 
  • Haven, Va-11 Hall-A: Cyberpunk Bartender Action 
  • DOOM Eternal 

კიდევ ათზე მეტი თამაში შეავსებს ბიბლიოთეკას დეკემბრის მომდევნო დღეებში, მაგალითად, 8 დეკემბრიდან ხელმისაწვდომი გახდება Starbound. 

სამწუხაროდ, Game Pass-ის გამომწერებისთვის ხელმისაწვდომ თამაშებში ვერ მოხვდა: 

  • MudRunner 
  • Infinifactory 
  • Pathologic 2 
  • Ticket to Ride 
  • The Turing Test 
  • eFootball PES 2020 
  • Untitled Goose Game 
  • Metro: Last Light Redux 
  • Age of Wonders: Planetfall 

შეგახსენებთ, რომ Game Pass ხელმისაწვდომია არა მხოლოდ კონსოლების მფლობელებისთვის, არამედ პერსონალური კომპიუტერის მქონე გეიმერებისთვის, რომელთაც ასევე შეუძლიათ სერვისის გამოწერა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button