ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი: ევროკავშირი ციფრული ევროს შესახებ განცხადებისთვის ემზადება

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ მალე ცენტრალური ბანკი განაცხადს გააკეთებს ევროზონის ციფრული ვალუტის შესახებ. 

პირველად ამგვარი ინიციატივის შესახებ განცხადება გაკეთდა რამდენიმე თვის წინ. ამჯერად კი ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა: 

„ევროპის კავშირმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება – გამოუშვას ციფრული ევრო თუ არა. ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს სხვა ბანკები, ჩვენ ვსწავლობთ უპირატესობებს, შესაძლებლობებს, რისკებსა და სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია ციფრული ვალუტის დანერგვასთან. 

მან აღნიშნა: 

„უახლოეს დროში წარვადგენთ ჩვენი მუშაობის შედეგებს და საზოგადოებას მისი განსჯის საშუალებას მივცემთ“. 

როგორც ლაგარდმა აღნიშნა, ბევრი ცენტრალური ბანკი, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკი, მუშაობს ციფრული ვალუტების საკუთარ პროექტებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ციფრული ევროს გამოშვების შემთხვევაში მასზე წვდომა ევროპის ზონის ყველა მაცხოვრებელს ექნება. 

„ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა – უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს არჩევანი და არ გამოირიცხონ საგადახდო ეკოსისტემიდან სხვების ცალმხრივი ქმედებების გამო“. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button