პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე საღამოს მთების ..

საღამოს მთების, დღისით ზღვაური
მოჰქრის ზაფხულის ზეფირი ხშირი –
თვლემს მწვანე კონცხი, მახინჯაური,
თვლემს ქობულეთი და ციხისძირი.

აქ თვითეული მომწვანო კორდი
სდგას მშვენიერი და თავმომწონე,
როგორც მომავლის მქონე კურორტი,
უდიადესი მომავლის მქონე.

ვერ შეაჩეროს მთებმა მაღალმა,
გზა მიდის – როგორც სარკე – კრიალა.
და ეს-ეს არის, ახალთახალმა
ავტომ მის ხიდზე გაიგრიალა.

ძვირფასო მხარევ! რა დიდებული
ალერსი არის შენი მთა-ბარი:
დაღლას რომ იგრძნობს პოეტის გული,
ხარ მისი მყუდრო თავშესაფარი!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button