Hi-Techახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Huawei-ს ჭკვიანი ქალაქი, NASA-ს დრონები ბლოკჩეინზე და სხვა ინიციატივები ტექნოლოგიების გამოყენებით

ბლოკჩეინ-ტექნოლოგია ერთ-ერთი ცხელი ტრენდია ფინანსურ, სახელმწიფოებრივ და კომერციულ ორგანიზაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ სფეროსთან დაკავშირებული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე უახლეს საინტერესო ინიციატივას. 

Huawei შექმნის ჭკვიან ქალაქს ბლოკჩეინზე  

ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-მ ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას ჩინეთის ხელისუფლებასთან, რაც უკავშირდება ჭკვიანი ქალაქის ამოქმედებას ბლოკჩეინზე. 

სისტემის მიზანია გაიზარდოს მუნიციპალური სერვისების მუშაობის ეფექტურობა და გაუმჯობესდეს ბიზნეს-სივრცე პეკინში. განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის პარალელურად, იგეგმება 5G-ს, ხელოვნური ინტელექტისა და ქლაუდ-გამოთვლების გამოყენება. 

Huawei შექმნის ქსელს – Huawei Cloud Blockchain, რომელიც საშუალებას იძლევა რეალურ დროში იმართოს მონაცემები და მიღებულ იქნას უკუკავშირი. 

2019 წელს Huawei-მ და ჩინეთის ხელისუფლებამ შექმნეს ბლოკჩეინ-სისტემა Big Data ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა 50 მუნიციპალურ დეპარტამენტს და უზრუნველყოფდა უწყებათშორის გაცვლას. სამომავლოდ ეს სისტემა მოიცავს უძრავი ქონების მართვას, სამედიცინო მომსახურებასა და სხვა სფეროებს, აგრეთვე უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. 

ავსტრალიის უმსხვილესი ფინანსური დაწესებულებები საბანკო გარანტიებს ბლოკჩეინზე გადაიტანენ 

სამმა უმსხვილესმა ავსტრალიურმა ბანკმა დააფუძნა კომპანია Lygon, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ფინანსურ დაწესებულებებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის გამოყენებით საბანკო გარანტიების ციფრულ ფორმატში გადატანაში. 

პროექტში მონაწილეობენ Australia and New Zealand Banking Group, Commonwealth Bank of Australia და Westpac Banking Corporation. სხვა მონაწილეებს შორისაა Scentre Group და ტექნოლოგიური გიგანტი IBM. 

ციფრული საბანკო გარანტიები განთავსდება სისტემაში IBM Hyperledger. ახალი ტექნოლოგიების წყალობით გაფორმების პროცესსა და დოკუმენტების გაცემას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდება. 

Shinhan Bank დანერგავს ICON-ის დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიას  

უძველესმა სამხრეთკორეულმა ფინანსურმა დაწესებულება Shinhan Bank-მა გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულება ბლოკჩეინ-პროექტ ICON-ის ქვეგანყოფილება ICONLOOP-თან, რათა გამოუშვას სერტიფიკატები KYC-ის („იცნობდე შენს კლიენტს“) მოთხოვნების შესაბამისად.  

სმარტფონების მომხმარებლები შეძლებენ დეცენტრალიზებული იდენტიფიკაციის ტექნოლოგიის (DID) გამოყენებას, რაც განხორციელდება ICONLOOP-ის მიერ შექმნილი აპლიკაციით  Zzeung. 

ამგვარი სერტიფიკატები საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი შემოწმებები, ასევე, მომხმარებლები შეძლებენ დისტანციურად გახსნან ბანკში ანგარიშები. 

NASA ბლოკჩეინს გამოიყენებს დრონებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის 

ორი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია აერონავტიკისა კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სააგენტოსთვის ქმნის პროგრამას ბლოკჩეინის ბაზაზე, რომელიც გამოყენებული იქნება სააგენტოს დრონებში. 

Orbit Logic-მა და ფრაუნჰოფერის სახელობის პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტიმენტალური შემუშავების ცენტრმა NASA-სგან 124 800 აშშ დოლარიანი გრანტი მიიღეს. რესურსები მიმართული იქნება პროექტის –  „კოსმოსური კავშირის რეკონსტრუქცია და კარტოგრაფირება Blockchain Ledgering-ის მეშვეობით“ – განვითარებისაკენ. 

პროექტში აღწერილ გადაწყვეტილებაში გამოიყენება ბლოჩეინი ქსელურ თანამგზავრებს შორის მონაცემთა გადაცემისთვის. ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს კავშირის უწყვეტობას, აუმჯობესებს კოორდინირებისა და კომუნიკაციის ეფექტურობას სისტემის კომპონენტებს შორის. 

ინდოელი ფერმერები ბლოკჩეინს გამოიყენებენ გაერთიანებულ არაბთა ემირატებისთვის პროდუქტის მიწოდების სფეროში 

არაბთა გაერთიანებული ემირატების კვებითი მრეწველობის წარმომადგენელი კომპანიები მუშაობენ ბლოკჩეინ-სისტემაზე Agriota E-Marketplace, რომელიც მათ საშუალებას მისცემს პირდაპირ ინდოეთიდან მიიღონ სოფლის მეურნეობის პროდუქტები. 

ახალი პლატფორმის მეშვეობით ინდოელი ფერმერები ემირატებს მიაწვდიან მარცვლეულს, ხილს, ბოსტნეულს, სანელებლებს. ბლოკჩეინის მიზანია უზრუნველყოფილ იქნას ოპერაციების გამჭვირვალობა და ვერიფიცირებულობა. Agriota E-Marketplace-ში აგრეთვე რეალიზებული იქნება დეპონირების პირობები. 

პლატფორმაზე მუშაობს ინდური კომპანია CropData Technology დუბაის მრავალპროფილიანი სასაქონლო-ნედლეულის ბირჟის (DMCC) მხარდაჭერით. 

უმსხვილესი თურქული ლოგისტიკური ოპერატორი იყენებს ბლოკჩეინ პლატფორმა TradeLens-ს 

თურქულმა საპორტო და ლოგისტიკურმა ოპერატორმა YILPORT Holding-მა დაიწყო ბლოჩეინ-პლატფორმა TradeLens-ის გამოყენება, რომელიც შექმნილია IBM-ისა და დანიურ ლოგისტიკურ გიგანტ Maersk-ის ძალისხმევით. 

YILPORT-ის მონაცემების ინტეგრაცია TradeLens-თან დაიწყო 2020 წლის ივლისში. კომპანიაში დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი ტექნოლოგიით ინფორმაციისა და ტვირთის მართვის პროცესი მეტად გამჭვირვალე და ეფექტური გახდება. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button