რჩევებიჯანმრთელობა

არაჯანსაღი კვება თევზის ქონის მიღებით შეიძლება იყოს კომპენსირებული

თევზის ქონს აქვს უნიკალური თვისება – მას თავის ტვინის დაცვა შეუძლია საშიში ტოქსინებისგან. თევზის ქონი თავად ნეიროგენეზის პროცესზე არ ახდენს გავლენას, მას პროტექტორული ეფექტი აქვს.

მკვლევარების თქმით, თევზის ქონი თავის ტვინის იმ ზონას ასტიმულირებს, რომელიც მეხსიერებაზე, სწავლასა და საკვების მიღებაზეა პასუხისმგებელი. თევზის ქონის ადამიანის ორგანიზმზე გავლენის დასადგენად ჩატარებული 185 სამეცნიერო ნაშრომის შესწავლამ აჩვენა, რომ თევზის ქონი მეტაბოლიზმის გააქტიურებას იწვევს და ნებისმიერ საკვებს დაბალკალორიულად გარდაქმნის.

ცნობილია, რომ მავნე მაღალკალორიული პროდუქტები ნეიროგენეზზე უარყოფითად მოქმედებს, ხოლო თევზის ქონი კი მავნე პროდუქტების უარყოფითი ეფექტის ნიველირებას ახდენს, კერძოდ, მაგ. შაქრის (შაქარი წონაში მატებას უწყობს ხელს, ასევე, მეტაბოლიზმისა და კოგნიტური ფუნქციების დარღვევას იწვევს). ასე რომ, თავის ტვინის დაცვა ხდება. მკვლევართა თქმით, სასურველია თავზის ქონის ყოველდღიურად მოხმარება.

Source
http://icode.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button