ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ბრაიან არმსტრონგი: Coinbase ემზადება IEO-პლატფორმის ამოქმედებისთვის

Coinbase-ის ხელმძღვანელმა ბრაიან არმსტრონგმა დაადასტურა კომპანიის გეგმები პირველადი საბირჟო შეთავაზების (IEO) პლატფორმის ამოქმედების შესახებ. 

მზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია პირველად აგვისტოს შუა პერიოდში გაჟღერდა. იმ დროს O’Shaughnessy Asset Management-ის ხელმძღვანელთან საუბრისას არმსტრონგმა განაცხადა, რომ Coinbase მუშაობს პროდუქტზე, სახელად „Coinbase Launch ან რაღაც ამგვარი“. 

„ეს გადაწყვეტილება განკუთვნილია ყველასთვის, ვინც კრიპტო სტარტაპის ამოქმედებას მოისურვებს. ნებისმიერი შეძლებს მოვიდეს და თქვას: „მინდა ტოკენი გამოვუშვა. ან – მინდა ფული მოვიზიდო. ან – უბრალოდ მინდა შევქმნა საკუთარი ქომიუნითი“. ჩვენ ამ ხალხს დავეხმარებით პროცესის მანძილზე, ხელს შევუწყობთ აქტივების შენახვაში, სმარტ-კონტრაქტების შექმნაში, სამმართველო საკითხების გადაწყვეტაში“ – განაცხადა ბირჟის ხელმძღვანელმა. 

მისი თქმით, Coinbase Launch ხელს შეუწყობს კრიპტოვალუტების მასობრივი მიღებისა და დანერგვის საკითხს. 

„მას შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს კრიპტოეკონომიკის პოტენციალის გამოვლენას და ხელი შეუწყოს ათასობით სტარტაპს“ – დაამატა არმსტრონგმა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button