ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიბიზნესი

Stablecoin-ებმა პირველად გაასწრეს Bitcoin-ს გადაცემული ღირებულების მოცულობით

Stablecoin-ების გადაცემული ღირებულების ჯამურმა მოცულობამ პირველად გადააჭარბა Bitcoin-ის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამის შესახებ საუბარია ანალიტიკური კომპანია Coin Metrics-ის კვლევაში. 

ივნისში Stablecoin-ების ღირებულების გადატანილმა მოცულობამ 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა იმ დროს, როდესაც Bitcoin-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 1,8 მლრდ აშშ დოლარს ქვემოთ ჩავიდა. გრაფიკიდან გამომდინარე, Stablecoin-ები ორჯერ მიუახლოვდნენ BTC-ს, მაგრამ ვერ გაუსწრეს. 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ Stablecoin-ები აგრძელებენ კრიპტოვალუტების ბაზარზე ანგარიშსწორების წამყვანი საშუალების პოზიციების გამყარებას. ამაში არის როგორც დადებითი, ისე ნეგატიური მომენტები. 

Stablecoin-ების განვითარება კრიპტო ბაზარზე ახალ მომხმარებლებს მოიზიდავს, რაც გამოიწვევს დანარჩენი ციფრული მონეტების გამოყენების მოცულობის ზრდას. მეორე მხრივ, Stablecoin-ების უმეტესობა მუშაობს  Ethereum-ის ბლოკჩეინზე, რაც ითვალისწინებს საკომისიოების ზრდას – მიიჩნევენ Coin Metrics-ის სპეციალისტები. 

image.png

წყარო: Coin Metrics 

უმეტესი stablecoin-ის ბრუნვის კოეფიციენტმა მრავალჯერ გადააჭარბა BTC-სა და ETH-ის ანალოგიურ მაჩვენებლებს. ეს საზომი ერთეული ასახავს მონეტების გაცვლის სიხშირეს თითოეული კრიპტოვალუტისთვის. 

პოპულარული ბირჟების მიერ გამოშვებული Stablecoin-ები აღმოჩნდა გადარიცხვების საშუალო ჯამის ლიდერი დაბალი კაპიტალიზაციის მიუხედავად. Binance-ის BUSD-ის შემთხვევაში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 8 ათასი აშშ დოლარი, Huobi-ს HUSD-ისა კი – 75 500 აშშ დოლარი. 

image.png

წყარო: Coin Metrics 

ანალიტიკოსებმა აგრეთვე შეისწავლეს, როგორ მოახდინეს რეაგირება წამყვანმა Stablecoin-ებმა მარტში ბაზრის ვარდნისას. არასტაბილურობა დაფიქსირდა ყველა მონეტის შემთხვევაში, თუმცა ყველაზე ცუდად წარმოაჩინეს თავი Gemini Dollar-და (GUSD) და DAI-მ. პირველი მათგანის საბაზრო ფასი 0.90 აშშ დოლარამდე ჩამოვიდა. 

image.png

წყარო: Coin Metrics 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას FATF-მა გამოხატა შეშფოთება Stablecoin-ების მზარდ პოპულარობასთან დაკავშირებით. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button