ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

ტოკენი Omicron ათჯერ გაძვირდა COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ

! მასალა გამოქვეყნებულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის და არ წარმოადგენს საინვესტიციო რეკომენდაციას. გამომქვეყნებელი არ არის პასუხისმგებელი მკითხველის საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. 

ტოკენ Omicron-ის (OMIC) ფასი 900 %-ზე მეტით გაიზარდა COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) „ომიკრონი“ უწოდა. 

DeFi-პროექტ Omicron DAO-ს მონეტა გამოშვებულია მეორე დონის პროტოკოლ Arbitrum One-ზე და იყიდება პლატფორმა SushiSwap-ზე. Twitter-ის ცნობით აქტივის გამოშვება 2 ნოემბერს შედგა. 

CoinGecko 8 ნოემბრიდან თვალყურს ადევნებს მის ფასს, ამ დროის განმავლობაში მისი მინიმალური ღირებულება იყო 48.36 $. Discord-ზე პროექტის ჩატში სულ რაღაც 800-ზე ოდნავ მეტი წევრია და Twitter-ის გამომწერთა რაოდენობა ძლივს აჭარბებს 900 ადამიანს. 

27 ნოემბერს Omicron (OMIC) იყიდებოდა დაახლოებით 65 აშშ დოლარად, ორი დღის შემდეგ კი ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს, 689.12 აშშ დოლარს მიაღწია. 

სტატიის წერის მომენტში აქტივის კურსი დაკორექტირდა 580 აშშ დოლარზე (CoinGecko). ვაჭრობის მოცულობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში 676 866 აშშ დოლარი შეადგინა. 

image.jpeg

წყარო: CoinGecko. 

მონეტის გაძვირება საინფორმაციო მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სტატია გამოქვეყნდა Forbes-ში, Twitter-ის პოპულარულ კრიპტო არხ Mr. Whale-ზე კი დაიწერა, რომ ეს ზრდა კრიპტო ბაზარზე “bubble”-ის აშკარა მტკიცებულებაა. 

შეგახსენებთ, 26 ნოემბერს Bitcoin-ის ფასი 55 ათას აშშ დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა COVID-19-ის ახალი შტამის გამოჩენის ფონზე. 29 ნოემბერს ციფრული ოქროს კოტირებები გაიზარდა 57 ათას აშშ დოლარიან დონემდე. 

Facebook Notice for EU! You need to login to view and post FB Comments!

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button