ცნობილი ადამიანები

რა უიშვიათესი დაავადება აქვთ ბელა ჰადიდს და მის ძმას?

ბელა და ჯიჯი ჰადიდები ბოლო რამდენიმე წელია მსოფლიო ყირადღების ცენტრში აქტიურად არიან, დებმა დაიპყრეს მსოფლიო მოდის ინდუსტრია მათი გამსაკუთრებული სილამაზით რაც მოდელი დედისგან უხვად ერგოთ, დებს ყავთ უმცროსი ძმა ანვარი, რომელიც არანაკლები გარეგნობით გამოირჩევა თუმცა ცოტამ თუ იცის იმ დაავადების შესახებ რაც ბელას და მის ძმას ანვარს აქვთ, მათ 2012 წელს დაუსვეს ლაიმის დაავადების დიაგნოზი – ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს და ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია ამერიკაში. დაავადებას თან ახლავს თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, სიცხე, სისუსტე, ნერვული სისტემისა და თვალების დაზიანება. თუ მას საწყის სტადიაზე ვერ აღმოაჩენენ და დროულად არ უმკურნალებენ, მას შეუძლია ინვალიდობა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამ დაავადებისგან ავრილ ლავინი ხუთი თვე ებრძოდა სიკვდილს. იოლანდა მათი დედა ქველმოედებაშია ჩართული და აქტიურად ეხმარება ამ დაავადებით დატანჯულებს. ამ მოღვაწეობისთვის სპეციალური პრემიაც კი მიიღო. “ეს ჯილდო ბელასა და ანვარისთვის არის. ეს ჩემი სიმბოლო და ჩემი პირობაა: ვერ დავუშვებ, რომ ტკივილსა და ტანჯვაში იცხოვრონ. მსოფლიოს მოვივლი, მაგრამ ვიშოვი წამალს, რომ ჩემმა შვილებმა ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ, რასაც იმსახურებენ. არც ერთმა ბავშვმა არ უნდა განიცადოს ეს ტკივილი”, – განაცხადა მან

ბელა ჰადიდი

Source
Mariam Sharvashidze

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button