![](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/Panasonic-მა-დააანონსა-მსოფლიოში-პირველი-VR-სათვალე-HDR-სა-და-UHD-სტანდარტების-მხარდაჭერით.jpeg?fit=750%2C477&ssl=1)
Panasonic-მა დააანონსა მსოფლიოში პირველი VR-სათვალე HDR-სა და UHD სტანდარტების მხარდაჭერით
კორპორაცია Panasonic-მა გამოფენა CES 2020-ზე წარადგინა მსოფლიოში პირველი ვირტუალური რეალობის სათვალე, რომელსაც აქვს სუპერმაღალი სიმკვეთრის გამოსახულების, UHD გაფართოებისა და High Dynamic Range (HDR) ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
გაჯეტში დაყენებულია OLED-დისპლეი, რომელიც შექმნილია Panasonic-ისა და VR-ეკრანების მოწინავე მწარმოებელი კომპანია Kopin Corporation-ის პარტნიორობის შედეგად. მოწყობილობაში აგრეთვე გამოყენებულია Panasonic-ის აუდიო და ვიზუალური ტექნოლოგიები, მათ შორის სიგნალის დამუშავების ტექნოლოგია, რომელიც ვიდეოტექნიკის წარმოებაში გამოიყენება, ასევე Technics-ის აუდიოპროდუქტები და ოპტიკური ტექნოლოგიები, რომლებიც LUMIX-ის ციფრულ ფოტოკამერებში გამოიყენება.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/image.jpeg.c5097cdeb3b63e1766d1a30fb1886442.jpeg?w=780&ssl=1)
დისპლეი უზრუნველყოფს ბუნებრივ გამოსახულებას დამახასიათებელი „ჩარჩოს ეფექტის“ გარეშე, რის გამოც შესამჩნევი ხდებოდა ხაზები პიქსელებს შორის. Panasonic-ისა და Kopin-ის მიერ შექმნილი ოპტიკური მოდული საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული გამოსახულების დამახინჯება და გამოყენებულია ერთი სუპერკომპაქტური მოდული.
![image.jpeg](http://i0.wp.com/scroll.ge/wp-content/uploads/2020/01/image.jpeg.64ffd6cc86e762ca2c7b879f7f38e64f.jpeg?w=780&ssl=1)
Technics-ის დინამიური გამომსხივებლის წყალობით მოწყობილობა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ხმას და სიხშირეების ფართო დიაპაზონს – სუპერდაბალიდან მაღალ სიხშირეებამდე.
სათვალეს კომპაქტური და მსუბუქი ჩარჩო აქვს ყოველგვარი დამატებითი სამაგრების გარეშე.
კორპორაცია Panasonic გეგმავს სამომავლოდაც გააგძელოს VR-სფეროში საქმიანობა, რაც მოთხოვნადი იქნება 5G სერვისების უახლოეს გავრცელებასთან დაკავშირებით.