კომიქსები

Red Skull Incarnate: კაცობრიობის შავ-ბნელი ისტორია კომიქსებში

კომიქსის წაკითხვა, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოებში მოცემულ ნაცისტურ ეპოქას ზუსტად აღწერს, ორმაგად საინტერესო უნდა იყოს. RED SKULL INCARNATE ზუსტად ასეთი გახლვათ! ვინ არის ეხლა ეს პერსონაჟი და რა ვიცით მის შესახებ ამ კონკრეტული კომიქსის წაკითხვის გარეშეც? მისი ნამდვილი სახელია JOHANN SCHMIDT, ვიცით რომ დედამისი მის მშობიარობას გადაჰყვა, მამამისმა თავი მოიკლა, შეიფარა ებრაელმა მაღაზიის გამყიდველმა და მისმა ქალიშვილმა, ხოლო შემდგომში თავად ჰიტლერმა დაიქირავა. დანარჩენი ისტორია კი შავი ლაქებითაა მოცული, სანამ ამ კომიქსს არ წავიკითხავთ.

ჰიტლერის ფენომენს რომ ჩაწვდე კაცი ან თუნდაც ამ გამოგონილი პერსონაჟისა, დაგჭირდება მეორე მსოფლიო ომამდე არსებული ისტორიის სათანადო ცოდნა. კომიქსიც ზუსტად ამას ცდილობს – პერსონაჟებთან ერთად გადმოგვცეს ზუსტი ისტორიული ფაქტები და თარიღები. ვერსალის ხელშეკრულება გერმანიისთვის მომაკვდინებელი გახლდათ. საგარეო ვალებით ერთერთი უმდიდრესი ქვეყანა გაჩანაგდა და უღარიბესად გადაიქცა. ისტორიაში რომ არ გადავიჭრათ მოკლედ დავამთავროთ და დავიმახსოვროთ, რომ სწორედ ამ პერიოდში დაიბადა ,,რედ სკალი“. 9 წლის იოჰანი უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრობს, სადაც საშინელი პირობებია, საჭმელს იმდენს აჭმევენ საარსებოთ რომ იყოს საკმარისი. დირექტორი ცუდი ტიპია, მკაცრი, სადისტური გადახრებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით იოჰანი პირველივე შემთხვევას იყენებს, გარბის პანსიონიდან, სადაც ტოვებს მის ერთადერთ მეგობარს. (დითერი ჰქვია) ქუჩებში ყოველდღიური შეტაკებებია ნაცისტებსა და კომუნისტებს შორის. ძალადობა ყოველდღიურობის დამახასიათებელი ატრიბუტი გახდა. იოჰანშიც მწიფდება ეს ზიზღი და ბოღმა, უერთდება ნაცისტების პარტიას, იზიარებს მათ იდეოლოგიას, მაგრამ პარალელურად ნაცისტებსაც არ ინდობს და არც კომუნისტებს. აბსოლუტურად განსხვავებული ტიპი ხდება, რომელმაც იცის თავისი შესაძლებლობების, მარტო თავისი თავის სჯერა და სურს რამე დიადი გააკეთოს გერმანიისთვის. ყველაფერზე მიდის რათა ჰიტლერს შეხვდეს, საჭირო დროსა და საჭირო ადგილას აღმოჩნდეს მის მხარეს.

საბოლოოდ კი, ობოლო ბიჭუნა სოციოპატი მკვლელი ხდება.
მიუხედავად იოჰანის ცუდი ტიპობისა, კომიქსი ისეა აგებული, რომ ზიზღს ვერ იგრძნობ პერსონაჟისადმი.
წმინდა ტექნიკის კუთხით ლამაზი კომიქსია წასაკითხად. მშვენიერი ნახატებით და ტექსტებით. დიდი ამბებია აღწერილი ისე, რომ არც კომიქსი და არც მისი ფურცლები
პერსონაჟებითა არაა გადაჭედილი. ამას დამატებული სულ 5 თავია და მშვენივრად იკითხება დამწყებებისთვისაც!

ავტორი: ომარ ნოე წერეთელი

Source
ომარ ნოე წერეთელი

Related Articles

კომენტარის დამატება

Check Also
Close
Back to top button