ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitmain-ი კომპენსაციას გასცემს მაინერებისთვის, რომლებმაც აღჭურვილობა ფასდაკლებამდე შეიძინეს

Bitcoin-ის მაინინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობების მწარმოებელმა კომპანია Bitmain-მა განაცხადა, რომ ნაწილობრივ კომპენსაციას მიიღებენ ის მომხმარებლები, რომლებმაც AntMiner S17+ და T17+ მოდელებზე შეკვეთები გააფორმეს ფასის მცირე ხნის წინანდელ შემცირებამდე. 

კომპენსაციის თანხა, რომელიც ვაუჩერების სახით იქნება წარმოდგენილი, შეადგენს 17-დან 272 აშშ დოლარამდე და დამოკიდებული იქნება მიწოდების ვადაზე – თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში. 

მაგალითად, მომხმარებლები, რომლებმაც წინასწარი შეკვეთები გააფორმეს AntMiner S17+,-ზე, შეძლებენ მიიღონ 240 აშშ დოლარიანი ვაუჩერი. ისინი კი, ვინც უკვე მიიღო AntMiner S17+, აპრილის განმავლობაში, კომპენსაციის სახით 270 აშშ დოლარს მიიღებენ. 

ვაუჩერების დახარჯვა შესაძლებელი იქნება მომდევნო შენაძენზე. 

Bitmain-ის ეს ნაბიჯი მიგვითითებს ბაზრის რთულ პირობებზე მაინინგ-აღჭურვილობის გამყიდველებისთვის, რომლებსაც დიდი ალბათობით შეუმცირდებათ შემოსავალი და გაეზრდებათ ვალდებულებები. 

როგორც წესი, Bitmain თავის ახალ მოდელებს წინასწარი შეკვეთებით ყიდის. მომხმარებლები იხდიან მოწყობილობის სრულ ფასს და მათ იღებენ 2-3 თვეში. 

ბაზრის მცირე ხნის წინანდელი ვარდნისა და მაისის ჰალვინგის შემდეგ მაინერების შემოსავლიანობის სავარაუდო  კლების გათვალისწინებით კომპანიამ ფასები შეამცირა მოწყობილობებზე, მათ შორის იმ მოდელებზეც, რომლებზეც უკვე გაფორმებული იყო წინასწარი შეკვეთები. აპრილის დასაწყისში Bitmain AntMiner S17+-ს ყიდიდა 1567 აშშ დოლარად, თუმცა რესელერებში ამ მოდელის ნახვა 1300 აშშ დოლარად იყო შესაძლებელი. 

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მაინინგ-აღჭურვილობების სხვა მწარმოებლებმაც. ჩინური დისტრიბუტორი MicroBT მოწყობილობა WhatsMiner M30S-ს მარტის დასაწყისში 2500 აშშ დოლარად ყიდიდა, თვის მეორე ნახევარში კი ფასი 2000 აშშ დოლარამდე დაწია. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button