ავტომობილიახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Tesla-მ მონაწილეობა მიიღო ლოჯისტიკური პროცესების ოპტიმიზაციისთვის განკუთვნილი ბლოკჩეინ-აპლიკაციის ტესტირებაში

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla გახდა ბლოკჩეინ-აპლიკაციის ტესტირების ერთ-ერთი მონაწილე. პროექტის ხელმძღვანელია მიწოდების მართვის ტექნოლოგიების კომპანია CargoSmart Limited ჰონგ კონგიდან.

Tesla-ს პარალელურად საპილოტე პროექტში მონაწილეობა მიიღეს COSCO SHIPPING LINES-მა (COSCO) და Shanghai International Port Group-მა (SIPG).

შექმნილი აპლიკაცია განკუთვნილია საზღვაო გადამზიდავებსა და ტერმინალის ოპერატორებს შორის მონაცემთა რეალურ დროში გაცვლისთვის. იგი საშუალებას იძლევა შემცირდეს და დაჩქარდეს ტვირთის მიმღებისა და ექსპედიტორის შემოწმების ეტაპები.

შედეგად გადამზიდავი კომპანიები შეძლებენ სწრაფად გაიტანონ თავიანთი ტვირთი ტერმინალიდან, რაც ხელს შეუწყობს ტვირთის გამგზავნს – გაცილებით სწრაფად მოახდინოს მიწოდება და უზრუნველყოს შესაბამისი ხარისხის მომსახურება.

საპილოტე პროექტი გამოვიდა 2019 წლის დეკემბერში. მისი მეშვეობით Tesla-მ შეძლო პროდუქციის მიღების პროცედურის დაჩქარება საიმედო და უსაფრთხო პლატფორმაზე, COSCO-მ და SIPG-მა კი გაამარტივეს ტვირთის გაცემის პროცესი სწრაფი მიწოდების ხარჯზე.

ცნობილია, რომ მარტში CargoSmart-მა გააუმჯობესა საზღვაო კარიბჭეების დატვირთულობის ამსახველი აპლიკაცია, რომელიც ასევე ასახავს ტერმინალში პროდუქციის ჩამოსვლას და გაშვებას. ამან კომპანიას საშუალება მისცა უკეთ აკონტროლოს თავისი ტვირთი.

ადრე გერმანულმა კონცერნმა BMW Group-მა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს პლატფორმა PartChain-ის ამოქმედება, რომლის მიზანია რეალურ დროში უზრუნველყოს იმ მაკომპლექტებლების მონაცემთა გამჭვირვალობა, რომლებიც კომპანიის ქარხნებს მიეწოდება.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button