ილია ჭავჭავაძე – ილიას წერილი ი. მეუნარგიასადმი
საყვარელო ძმაო იონავ, შენი წერილი მივიღე და ვწუხვარ რომ ვერაფერს სანუგეშოს ვერ მოგწერ. აი საქმე რაშია: ჩვენ ყოველს გასასესხს ვგზავნით დასამტკიცებლად სამინისტროში, რომელსაც უნდა ვაჩვენოთ რამოდენა შემოსავალი აქვს მამულს; ეს შემოსავალი ერთი 12½-ად უნდა აიღო და ის იქნება ფასი მამულისა. ამ ფასისა 60%-მდე შეგვიძლიან სესხად მივცეთ. რუსულად მოგწერ, რომ უფრო კარგად გაგაგებინო: Чистый годовой доход помножается на 12½ и произведение определяет стоимость имения С этой стоймости выдается60%.
პრინცესას მამულს შემოსავალი აქვს, შენ იწერები, 4000 მანეთი, აქედამ კანონით უნდა გამოვიდეთ 20% სხვადასხვა ხარჯისათვის, დარჩება 3200 მანეთი. ეს 3200 მანეთI უნდა ავიღოთ 12½-ჯერ და გამოვა 40.000 მანეთი მთელი ფასი მამულისა. აქედამ 60% შეიქმს 24.000 მანეთსა. ჩვენ ზოგიერთის მოსაზრებით ამაზე მეტი დაუნიშნეთ, სახელდობრ, 28.500 მანეთი და ამასაც ვშიშობთ,_ვაი თუ სამინისტრომ არ დაამტკიცოს. ბევრიც რომ მოვინდომოთ, ზემოხსენებულ ანგარიშს ვერ წაუვალთ და ვერც ვერაფერი გავხდებით რა კი შემოსავალი 4000 მანეთზე მეტი არარის, სამწუხაროდ ჩემდა, შენს წერილზე ამაზე უკეთესს და მეტს პასუხს ვერ მოგახსენებ. რაც; არ შეიძლება, იმას ჩვენი გამგეობა ვერ იქმს.
შენი ერთგული ილია ჭავჭავაძე.