PDFლიტერატურამოთხრობასაკითხავი

ვახტანგ ჭელიძე – ივანე მაჩაბელი

ჯოხისცხენიანი მხედარი

ხედავ, ამ სიბერეში რა დაუდგრომელი ხასიათი დაიჭირა!
მეფე ლირი. თოვს. ბარდნის. მსხვილი ფანტელები ზანტად ეცემიან თეთრად გადაპენტილ ეზოს. ასწლოვანი კაკლისა და თუთის ხეები ზოგჯერ შეირხევა, თოვლს დაიბერტყავს და გასწორდება, მაგრამ ახალი ფიფქები ისევ მალე დაახრევინებენ თავს. მაღალ გალავანს ადლის სისქე თოვლი დასდებია, შორიდან გეგონება პირდაპირ უერთდება გადათეთრებულ ცასაო. ჰორიზონტი შემოზღუდულა. ზამთრის სამარისებულ მყუდროებას ხანგამოშვებით სანადირო თოფის მჭახე ხმა თუ დაარღვევს, ერთს ყრუდ დაიგრუხუნებს და ექო სადღაც შორს გადაიკარგება, ლიახვის ხეობაში. დამფრთხალი შაშვი ჭახჭახით გადაიფრენს. კიბის ქვეშ მიყუჟული მთვლემარე ყურშა ერთბაშად ყურებსა ცქვეტს, თავს წამოსწევს, მაგრამ, მოტყუებული, უხალისოდ გააყოლებს თვალს ფრინველის ნავარდს და ისე მოიყუჟება.
ეს მერამდენედ ააცდინა ესტატემ!..

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button