ლიტერატურამოთხრობა

ნანა აბულაძე – ფრენკ ბრაუნის დღიური

I

ხმამაღალი ჭახანი, მერე მოხუცის ყვირილი და იატაკზე დაცემის ხმა… ყველაფერი ეს საკმარისი იყო, რომ ბატონი იველ-
ტერის სახლში მეზობლები შევარდნილიყვნენ. თმაში ჭაღარა-
შერეული იველტერი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ. არავინ არაფერი იცოდა ამ მარტოხელა მოხუცის წარმომავლობის შესახებ. გამომძიებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს იველტერს აქ უხსოვარი დროიდან ეცხოვროს და მეზობლების რამდენიმე თაობას მოსწრებოდეს. აბა, რა იქნებოდა! ზოგი რას ეუბნებოდა და ზოგი _ რას. ერთმა უთხრა: არა მგონია, იველტერ ტური მისი ნამდვილი სახელი და გვარი იყოს, უთუოდ ფსევდონიმი იქნებაო. ამას დაემატა ისიც, რომ იველტერის ბინაში მკვლელობის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს, ვერ იპოვეს ვერც ერთი მისი პირადი დოკუმენტი და მის ახლობლებთან დაკავშირებაც ვერ შეძლეს. რამდენიმე წლის უშედეგო ძიების შემდეგ, სრული გაურკვევლობით გაწამებულმა გამომძიებელმა საქმე თვითმკვლელობად გამოაცხადა და დახურა.

II

დილა იყო. ლონდონისთვის ჩვეულ ნისლიან ამინდში დოროთი გარეთ სეირნობდა. მოყვარულ გამომძიებელს უყვარდა დილაობით ლონდონის ამ ქუჩაზე სიარული. ჩვეულებრივ მიიხედა გვერდზე თვითონაც არ იცოდა _ რისთვის და თვალი კარგა ხნის მიტოვებულ სახლს მოჰკრა. უცნაურია, რამდენი წელია აქვე ცხოვრობს, ამ ქუჩა-
ზე დაიარება და სახლი კი არ შეუმჩნევია!
დოროთი სახლს მიუახლოვდა. კარი ბოქლომით დახვდა დალუქული. საბედნიეროდ, დოროთის საიდუმლოდ შესწავლილი ჰქონდა საკეტის უგასაღებოდ გახსნის ხელოვნება, რომელიც თავის გატაცებაში დიდად ეხმარებოდა და ახლაც გამოადგა.
კარი ჭრიალით გაიღო. ბინა მეტად მოკრძალებულად იყო მოწყობილი და ზედვე ეტყობოდა, რომ მისი პატრონი ნამდვილად წესრიგის მოყვარული კაცი გახლდათ. შესასვლელის ხელმარცხნივ კარით სასტუმრო ოთახში გახვიდოდი, პირდაპირ _ სამზარეულო იყო, ხოლო მეორე სართულზე _ საძინებლები. ირგვლივ ყველაფერი მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული და აშკარად იმაზე მიანიშ-
ნებდა, რომ წლობით ამ სახლში ფეხი არავის შემოედგა.
_ ცოცხალი ადამიანების სახლებშიც ასე დაუკითხავად მიიპარები? _ მოესმა დოროთის უკნიდან მომავალი ცივი ხმა. ჩანს, ამ ხმის პატრონი სულაც არ იყო გახარებული დოროთის მოულოდ-
ნელი ,,სტუმრობით”.
დოროთიმ უკან მიიხედა. კარში ხნიერი ქალი იდგა და მკაცრი გამომეტყველებით უცქერდა.
_ იცით, მე უბრალოდ… _ დოროთიმ თავის მართლება სცადა, _
მე სულაც არ ვაპირებდი აქ შემოსვლას, მე…
_ ვინ იცის, იქნებ კარგიც არის, რომ მოხვედი. _ ჩაილაპარაკა მოხუცმა და სახლში შევიდა. _ აქ ადრე მეტად უცნაური მკვლელობა მოხდა.
_ მკვლელობა? _ დოროთი ამ სიტყვამ დაარწმუნა, რომ მისი უნებართვოდ სხვის ბინაში შეჭრა სავსებით სწორი საქციელი იყო.
_ შენ პოლიციაში ხომ არ მუშაობ? _ ჰკითხა ქალმა.
_ მოყვარული გამომძიებელი გახლავართ, დოროთი მქვია.
_ სასიამოვნოა, დოროთი, მე კლარა ვარ. გვერდითა სახლში ვცხოვრობ.
_ თქვენ იცით რამე მოკლულის შესახებ? _ ჰკითხა დოროთიმ.
_ მხოლოდ მისი სახელი და გვარი: იველტერ ტური და ის, რომ ოთხმოცი წლის იყო, სხვა _ არაფერი.
_ ცოტა არ იყოს, უჩვეულო სახელი ჰქონია…
_ ეს თქვა მაშინ გამომძიებელმაც.
_ მერე?
_ ვიღაც უნიჭო გამომძიებლის დასკვნით, ბატონმა იველტერმა თავი მოიკლა, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, იველტერი გულ-ჩათხრობილი კაცი იყო, მაგრამ თვითმკვლელობისთვის მას არანაირი საბაბი არ გააჩნდა!
_ კარგით, მაშინ, თუ უფლებას მომცემთ, დავათვალიერებ აქაურობას.
_ რა თქმა უნდა. მე ხელს აღარ შეგიშლით. _ და კლარა სახლიდან გავიდა. დოროთი კი იქაურობის დათვალიერებას შეუდგა. პირველ სართულზე ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინა, მეორეზე ავიდა და პირველივე კარი შეაღო. ოთახში იდგა საწერი მაგიდა სკამით. როგორც ჩანდა, ეს იველტერ ტურის კაბინეტი უნდა ყოფილიყო.
დოროთიმ იქაურობა მოათვალიერა. მაგიდის ქვეშ შეიხედა და პატარა უჯრა შენიშნა. გამოაღო. იქ მხოლოდ ძველისძველი, ყავის-
ფერყდიანი რვეული იდო. დოროთიმ რვეული აიღო და მაგიდის ქვეშიდან გამოძვრა, შემდეგ რვეული გადაშალა. პირველ გვერდზე დიდი ასოებით ეწერა: ,,ფრენკ ბრაუნის დღიური”.
_ ,,ეს ვინღაა?!” _ გაიფიქრა დოროთიმ და მეორე გვერდზე გადაშალა. აქედან უკვე ჩანაწერები იწყებოდა:

,,1 ოქტომბერი, კვირა.

უკვე ერთი კვირაა, რაც ახალ სახლში გადმოვედი. მშვენიერი ფართი მაქვს. სარდაფში ლაბორატორიას გავაკეთებ. როგორც იქნა, ჩემი სანუკვარი ოცნება ამისრულდება! მრავალ ჩანაფიქრს განვახორციელებ. ამისთვის კი, ფრთხილად უნდა ვიყო, არავინ არაფერი არ უნდა იცოდეს ჩემი გეგმების შესახებ გარდა უახლოესი მეგობრებისა. მეზობლებს თავი იველტერ ტურად გავაცანი. თუ საერთოდ მაქვს მსახიობური ნიჭი, სწორედ ახლა უნდა გამოვიყენო!

7 ოქტომბერი, შაბათი.

მთელი ეს კვირა ჩემი ლაბორატორიის მოწყობით ვიყავი დაკავებული. დღედაღამ ვმუშაობდი და აი, ჩემს სახლში უკვე არსებობს საიდუმლო კუთხე, რომლის შესახებაც მხოლოდ მე ვიცი!
გადავწყვიტე, ლაბორატორიაში ჩასასვლელი სასტუმრო ოთახიდან გამეკეთებინა. მაგიდის ქვეშ დაგებულ ხალიჩას გადაწევ და შენ წინაშეა უჟანგავი ლითონის კვადრატული ლუქი მასში ჩამონტაჟებული უახლესი კოდირებული სისტემით. კოდია: 5674.”

დოროთის არ სჯეროდა ამოკითხულისა, მაგრამ მაინც განიზ-
რახა, შეემოწმებინა. მარდად ჩაირბინა კიბე და სასტუმრო ოთახში შევიდა. მერე გაახსენდა, რომ დღიურის მიხედვით ისევ მაგიდის ქვეშ მოუწევდა შეძრომა.
_ ,,ნეტავ, ოთხმოცი წლის კაცი აქ როგორ დაძვრებოდა?!” _ გაიფიქრა დოროთიმ და ხალიჩა გადაწია. დღიურში საოცარი სიზუსტით იყო აღწერილი ის, რაც შემდეგ დოროთიმ ნახა.
_ ,,საკმაოდ დიდი ხანია, რაც არავინ შესულა ამ ,,საიდუმლო კუთხეში” _ გაიფიქრა დოროთიმ. _ რაღაც მეეჭვება, სისტემა მუშაობდეს.”
მიუხედავად ამისა, კოდის შეყვანის შემდეგ ლუქი გაღო! დოროთი კიბით ქვემოთ ჩავიდა. ლაბორატორიაში მის თვალწინ უამრავი სხვადსხვა დანიშნულების ნივთი გადაშლილიყო. ეს ნივთები თაროებზე იყო განლაგებული და ქვეშ თითოეულ მათგანს თავისი სახელწოდება ეწერა. ჭერზე დამონტაჟებული პატარა ნათუ-
რები უხვად აფრქვევდა სინათლეს ლაბორატორიაში. როგორც ჩანს, ისინი კოდის შეყვანისთანავე აინთო.
ასეთი სანახაობით გაკვირვებულმა დოროთიმ გადაწყვიტა, ხელი არაფრისთვის არ დაეკარებინა და დღიურის კითხვა განაგრძო:

,,10 ოქტომბერი, სამშაბათი

სწორედ ახლა დავასრულე ჩემი პირველი გამოგონება: ,,დროში მჭვრეტელი”. ამ შესანიშნავ ხელსაწყოს შეუძლია ნებისმიერი ადამიანის წარსული, აწმყო და აგრეთვე მომავლის გეგმები გვიჩვენოს. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ დროში ამით ვერ იმოგზაურებ _ ეს ,,დროის მანქანა” კი არა, ,,დროში მჭვრეტელია”. სამაგიეროდ, არა მგონია, ვინმეს თავში აზრად მოსვლოდა ამგვარი სრულყოფილი მოწყობილების შექმნა და რომც გასჩენოდა ასეთი აზრი, მაინც ვერ განახორციელებდა! დიახ, მე პირველ რიგში გამოგონების ორიგინალურობა მახარებს!

15 ოქტომბერი, ოთხშაბათი

ეს არამზადა! ახლახანს ,,დროში მჭვრეტელმა” ჩემი საუკეთესო მეგობრის, ბობის მომავალი გეგმები მაჩვენა. თურმე, ჩემი ლაბორა-
ტორიის ხელში ჩაგდება და ჩემი მოკვლა გადაუწყვეტია! ვერ მივართვი ბატონს! ხვალ უნდა ვესტუმრო და ჩაიში ჩემ მიერ გამოგონილ საწამლავს ჩავუყრი. იმედი მაქვს, საწამლავი თავის დანიშნულებას შეასრულებს, თუ ისევ გვიან არ ომოქმედა…”

_ `გვიან?! ესე იგი, ადრეც გამოუცდია!” _ ამ ფიქრზე დოროთიმ სასწრაფოდ გადარეკა ნამდვილ გამომძიებელთან, ბილთან, რომელსაც საკმაოდ ახლოს იცნობდა:
_ ბილ, ხვალ აუცილებლად უნდა შევხვდეთ, ისეთი საქმეა, შენ რომ დაგაინტერესებს!

III

მეორე დღეს ბილი დოროთის ესტუმრა.
_ შემოდი, ბილ. _ შემოიპატიჟა დოროთიმ.
_ რა იყო გუშინ რომ დამაფეთიანე? _ უსაყვედურა ბილმა.
_ იცი, რა? ამ ყველაფერს ვერ აგიხსნი ასე ზეპირად, შენი საკუთარი თვალით უნდა ნახო!
_ ამისთანა რა არის?! _ გაუკვირდა ბილს.
_ ხომ გეუბნები, უნდა გაჩვენო-მეთქი. დამელოდე, ქურთუკს ჩავიცვამ და წავიდეთ.
_ სად?
_ ნახავ სადაც.
მართლაც, რამდენიმე წუთში ისინი უკვე იველტერის თუ ფრენკის სახლის წინ იდგნენ. დოროთი ბილს სახლში შეუძღვა, დღიურიც აჩვენა და ლაბორატორიაშიც ჩაიყვანა. ბილი გაოცებისგან ცოტა ხნით დამუნჯდა, მერე კი ძლივძლივობით ხმა ამოიღო:
_ ეს ყველაფერი ძალიან უცნაურია და რომ არ მენახა, სრული საფუძველი მექნებოდა, მეფიქრა, რომ ჭკუიდან შეიშალე! ეს კიდევ არაფერი. საქმე მეტად ჩახლართულია, თუ დღიურს დავუჯერებთ, მაშინ ჩვენ წინაშეა ორი დამნაშავე და ერთ-ერთი თავად მოკლულია! აი, მისმინე. _ და ბილმა ხმამაღლა ამოიკითხა 15 ოქტომბრის ჩანაწერი:

` …იმედი მაქვს, საწამლავი თავის დანიშნულებას შეასრულებს, თუ გვიან არ იმოქმედა, როგორც მაშინ, ერთმა ,,ცნობისმოყვარემ” რომ შემომისწრო ლაბორატორიაში. როცა დააპირა ნანახი თავისი ნაცნობისთვის მოეყოლა და პირი გააღო რაღაცის სათქმელად, თურმე, მაშინვე გარდაცვლილა! ამ ყველაფრის გამო საცხოვრებლის შეცვლა მომიწია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საწამლავი სხეულში კვალს არ ტოვებს.”

ბილმა დოროთის შეხედა და კითხვა განაგრძო:

,,17 ოქტომბერი, პარასკევი.

დღეს ბობის გარდაცვალების ამბავი გავიგე. უცნაურია, ვიღაცამ დამასწრო, მაგრამ რისთვის?! ნუთუ, ვინმემ ჩამოიშორა ბობი გზიდან? ნუთუ კიდევ უნდა ვინმეს, ჩემს ავლადიდებას დაეპატრონოს? ნეტავ, ვის, ჯოზეფს?! შეუძლებელია, ჯოზეფი საოცრად სათნო ადამიანია და ჩემი გაცილებით უფრო ახლო მეგობარი, ვიდრე ბობი იყო! მხოლოდ ეგ ცხოვრობს ჩემ მეზობლად და უფრო ხშირად ვხედავ, ვიდრე _ სხვებს.”

ამის წაკითხვის შემდეგ ორივე გამომძიებელს ერთი და იგივე აზრი მოუვიდა თავში.
_ ჯოზეფი უნდა ვიპოვოთ! _ წამოიძახეს ერთხმად და მის საძებნელად გაეშურნენ. გადაწყვიტეს, თუ იპოვიდნენ, დღიურზე არაფერი ეთქვათ და ფრთხილად დაეკითხათ.
მთელი დღე დაეხეტებოდნენ. ვის აღარ ჰკითხეს ჯოზეფის შესახებ. ბოლოს შეიტყვეს, რომ იგი მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა. ბილმა თან ამ საქმის ძველი მასალები წაიღო.
მოხუცი ჯოზეფი საუბრიდან გამომდინარე მართლაც გულღია და კეთილი ადამიანი გამოდგა. ეჭვს მასში ნამდვილად ვერ შეიტანდი. თანაც, საქმის მასალების მიხედვით, როცა მკვლელობა მოხდა, იგი იმ დროს ლონდონში არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამ ხელის შემშლელი გარემოებებისა, დოროთი მაინც ფიქრობდა, რომ ჯოზეფმა მკვლელი დაიქირავა, თვითონ კი პოლიციის თვალის ასახვევად სხვაგან გაემგზავრა, ამიტომ მოხუცს დაეკითხა:
_ მეგობრების გარდა ვინმემ იცოდა ფრენკის საქმიანობის შესახებ?
_ ჩვენდა საუბედუროდ, ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა, ბრაიენმა. მან შემთხვევით მოუსმინა ჩვენს საუბარს. ის ბობის ნათესავია და ახლაც მის სახლში ცხოვრობს. თუ გნებავთ, მის მისამართს მოგცემთ.
_ სად მუშაობდა ბრაიენი? _ ჰკითხა ახლა ბილმა.
_ პოლიციაში.
_ კარგით, გმადლობთ დახმარებისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ! _ ბილმა სწრაფად მოაშორა თვალი სარკმელს.
_ ბილ, ასე რატომ ჩქარობ?!
_ მერე აგიხსნი. ახლა წავედით.

V

საუბარი ამის შემდეგ უკვე დოროთის სახლში გაგრძელდა.
_ მომისმინე, _ მიმართა ბილმა. _ ექსპერტიზაში ნათქვამია, რომ იველტერი არ ყოფილა მოკლული არც მჭრელი, არც ბლაგვი საგნით და არც ცეცხლსასროლი იარაღით. მის სხეულში საწამლავის ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს. ბინაში არ აღმოჩნდა არც დამნაშავის თითის ანაბეჭდები. ბრაიენი კი პოლიციელია! ადვილი შესაძლებელია, რომ იგი ხელთათმანებით მოქმედებდა!
_ რახან პოლიციელი იყო, მასზე ეჭვსაც არავინ მიიტანდა! _ გონება გაუნათდა დოროთის. _ შეიძლება, ფრენკი მისივე საწამლავით მოწამლა. დღიურში ხომ წერია, სხეულში კვალს არ ტოვებსო!
_ ოოო! თქვენ ორმა ზადმეტად ბევრი იცით იმისთვის, რომ დაგინდოთ! _ ხმა უკნიდან გაისმა.
დოროთიმ და ბილმა უკან მიიხედეს.
_ სწორად მიხვდით, მე იძულებული გავხდი მომეკლა ორი ადამიანი ამ ლაბორატორიის ხელში ჩასაგდებად. ბობის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვესტუმრე ფრენკს. ლაბორატორიაში იყო და მთხოვა: ყავა მომიდუღეო. მე შეუმჩნევლად ავიღე თაროდან საწამლავი და ყავაში ჩავუყარე. _ ამ სიტყვებზე ბრაიენმა იარაღი აღმართა.
_ ბიჭებო, დროა! _ იყვირა ბილმა და საიდანღაც მოულოდ-
ნელად გამოხტა რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც დამნაშავე შეიპყრეს და ხელბორკილი დაადეს.
_ როგორ მიხვდი?! _ გაოცდა დოროთი.
_ შევნიშნე, რომ ვიღაც თითქმის შეუმჩნევვლად უკან მოგვყვებოდა, მაგრამ, ჩემს დაკვირვებულ თვალს რას გამოაპარებ!

VI

ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ლონდონის სასამართლომ ბრაიენი ორ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღ-
კვეთა მიუსაჯა.
დოროთი კი ამ ამბის შემდეგაც გულმოდგინედ ეცნობოდა დღიურს და ფრენკის ლაბორატორიასაც ათვალიერებდა. ერთხელ დღიურში ასეთი რამ ამოიკითხა:

` თაროზე ერთი ლურჯყდიანი წიგნი დევს. იმის უკან, კედელზე, წითელი ღილაკი ჩავამონტაჟე. მგონი ეს ჩემი საუკეთესო გამოგონებაა.”

დოროთის არ გასჭირვებია ლურჯყდიანი წიგნის პოვნა. გამოიღო და მართლაც შენიშნა წითელი ღილაკი. სულმა წასძლია და ღილაკს თითი დააჭირა. უეცრად რაღაცის წიკ-წიკი მოესმა. დღიური იქვე, მაგიდაზე დადო და ხმას მიაყურადა. მალე ყველაფერს მიხვდა და თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა სახლიდან. სახლს კარგა მანძილზე გასცდა და მიწაზე დავარდა. სახლი კი აფეთქდა. დაიწვა ყველანაირი საბუთი ამ ქვეყნად ფრენკ ბრაუნის არსებობისა, მისი გამოგონებებით დაწყებული, დღიურით დამთავრებული.

21-22.03.2009

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button