ლიტერატურამოთხრობა

დუტუ მეგრელი – პა­ტა­რა ქველმოქ­მე­დი

მარ­თამ გა­ა­უ­თო­ვა ერ­თი წყე­ბა სა­რეც­ხი, გა­მო­ახ­ვია ზე­წარ­ში და უნ­დო­და მუშ­ტარ­თან წა­ე­ღო, მაგ­რამ ნა­ხა, რომ უთო ჯერ კი­დევ გა­ხუ­რე­ბუ­ლი იყო და გა­ნაგ­რძო საქ­მე. მარ­თას სა­უ­თო­ე­ბე­ლი ბევ­რი ქონ­და და არ უნ­დო­და უთოს ტყუ­ილ-უბ­რა­ლოდ გა­ცი­ვე­ბა. გა­ა­უ­თო­ვა კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნა­ჭე­რი, მაგ­რამ მო­ა­გონ­და, რომ სა­რეც­ხის წა­ღე­ბა იყო სა­ჭი­რო და არ იცო­და რა ექ­ნა. ბო­ლოს ისევ არ­ჩია, რომ მუშ­ტარს არ აწ­ყე­ნი­ნოს; გა­დად­ვა იქით უთო, რო­მე­ლიც ისევ, თით­ქო მის გა­სა­ხე­ლებ­ლათ, ძა­ლი­ან ცხე­ლი იყო და და­ა­პი­რა სა­რეც­ხის წა­ღე­ბა. ამ დროს ოთახ­ში შე­მო­ვი­და სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი, მარ­თას პა­ტა­რა ვა­ჟი, კო­ტე და, დე­და რომ წა­სას­ვლე­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ხა, უცებ ჩა­მო­იხ­სნა წიგ­ნე­ბის ჩან­თა და სი­ხა­რუ­ლით მო­ებ­ღა­უ­ჭა კალ­თა­ზე მარ­თას.

_ დე­დი­კო, მეც წა­მო­ვალ შენ­თან, მეც წა­მო­ვალ! _ და­უწ­ყო ხვეწ­ნა.

_ შენ რა გინ­და?.. და­ის­ვე­ნე! _ უპა­სუ­ხა დე­დამ.

_ არა, არა, წა­მო­ვალ… მე არა ვარ და­ღა­ლუ­ლი, _ ემუ­და­რე­ბო­და კო­ტე. მარ­თა უცებ შე­ჩერ­და, ეტ­ყო­ბო­და, რა­ღაც ფიქ­რმა გა­უ­ელ­ვა და შე­ხე­და შვილს.

_ იცი, რა გით­ხრა?.. თუ აგ­რე გუ­ლით გინ­და სი­ა­რუ­ლი, შენ წა­დი მარ­ტო და წა­უ­ღე სა­რეც­ხი მუშ­ტარს, მე-კი დავ­რჩე­ბი და ვა­უ­თო­ვებ, სა­ნამ უთო არ გა­ცი­ვე­ბუ­ლა. _ თქვა მარ­თამ.

_ ძა­ლი­ან კარ­გი! _ აღ­ტა­ცე­ბით წა­მო­ი­ძა­ხა კო­ტემ და მი­ვარ­და სა­რეცხს.

_ მო­ი­ცა, მო­ი­ცა, ნე­ლა მო­კი­დე ხე­ლი, არ გას­ვა­რო, ან არა და­კარ­გო-რა!.. აქ­ვე, მე­ო­რე ქუ­ჩა­ზე რომ “ჩი­ნოვ­ნი­კი” დგას, იმას მი­უ­ტა­ნე, _ უთ­ხრა მარ­თამ და კარ­გათ გა­მოხ­ვე­უ­ლი სა­რეც­ხი მი­ცა შვილს.

_ ფუ­ლი გა­მო­ვარ­თვა? _ კით­ხა კო­ტემ, რო­ცა კარ­ში გა­ვი­და.

_ თუ მოგ­ცემს, გა­მო­არ­თვი, მა­ნე­თი და ერ­თი შა­უ­რი მერ­გე­ბა, _ მი­ა­ძა­ხა მარ­თამ.

_ კარ­გი, კარ­გი, _ ჩა­ი­ლა­პა­რა­კა კო­ტემ და გა­კურ­ცხლა.

_ დუ­ლი, დუ­ლი, იაბ­ლო­კი, ჰაა!.. _ და­იყ­ვი­რა კო­ტემ, რო­ცა ქუ­ჩა­ზე გა­მო­ვი­და, კოხ­ტათ და­იდ­ვა თავ­ზე სა­რეც­ხი, თით­ქო ხი­ლით სავ­სე გო­ბი­აო, და თავ­მომ­წო­ნეთ წა­ვი­და და­ნიშ­ნულ სახ­ლის­კენ. კო­ტეს პირ­ვე­ლად და­ა­ვა­ლეს მუშ­ტარ­თან სა­რეც­ხის წა­ღე­ბა და მის მხი­ა­რუ­ლო­ბას საზ­ღვა­რი აღა­რა აქვს. მაშ, ის დი­დია ახ­ლა და შე­უძ­ლია და­ეხ­მა­როს დე­დას, რო­მე­ლიც მუ­დამ დღე შრო­მობს: ხან რეცხს, ხან აუ­თო­ებს, ხან საჭ­მელს აკე­თებს, ხან მუშ­ტარ­თან მი­დის, ხან ბა­ზარ­ში გარ­ბის და სხვა. დღე­ი­დან სა­რეც­ხის წამ­ღე­ბათ კო­ტე იქ­ნე­ბა და ამ­ნა­ი­რათ ცო­ტა­თი მა­ინც მო­ეხ­მა­რე­ბა საყ­ვა­რელ დე­დას; და­ი­დებს ხოლ­მე სა­რეცხს თავ­ზე და, თით­ქო ხი­ლის გამ­ყიდ­ვე­ლი კინ­ტო­აო, შე­მოს­ძა­ხებს: “დუ­ლი, დუ­ლი, იაბ­ლო­კი, ჰაა!”.. იჰ, იჰ, რა კარ­გია! რა ბედ­ნი­ე­რია კო­ტე! აქამ­დის რა­ტომ არ მო­ი­გო­ნა ან თი­თონ, ან დე­დამ რა­ტომ არ იფიქ­რა, რომ სა­რეც­ხის წა­ღე­ბა კო­ტეს­თვის მი­ენ­დო? ჯერ დი­ლა­ო­ბი­თაც, სა­ნამ სკო­ლა­ში წა­ვა, შე­უძ­ლია კო­ტეს ახ­ლო-მახ­ლო სა­რეც­ხის მი­ტა­ნა, თვა­რა სკო­ლი­დან რომ დაბ­რუნ­დე­ბა, ხომ სულ თა­ვი­სუ­ფა­ლია და ბი­ჭებ­თან კო­ჭა­ო­ბას, დე­დას და­ეხ­მა­როს არ ჯო­ბია?.. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჯო­ბია და კო­ტეც ბე­ჯი­თათ შე­ას­რუ­ლებს თა­ვისს მო­ვა­ლე­ო­ბას: არც გას­ვრის სა­რეცხს, არც და­აბ­ნევს და ისე მი­უ­ტანს მუშ­ტარს.

ამ­ნა­ირ ფიქ­რებ­ში გარ­თულ­მა რამ­დენ­სა­მე წუთ­ში მი­ირ­ბი­ნა კო­ტემ მუშ­ტარ­თან, ჩა­ა­ბა­რა სა­რეც­ხი, ჩა­იჩ­ხრი­ა­ლა ჯი­ბე­ში მა­ნე­თის თეთ­რი ფუ­ლი და ერ­თიც შა­უ­რი­ა­ნი და გა­მობ­რუნ­და უკან, ბედ­ნი­ე­რი, რომ პირ­ვე­ლი მონ­დო­ბი­ლე­ბა მშვე­ნი­ე­რათ შე­ას­რუ­ლა. მო­დის კო­ტე არ­ხე­ი­ნათ ქუ­ჩა­ზე; მო­დის ამა­ყათ და თავ­მომ­წო­ნეთ. “ჩხრრრ, ჩხრრრ”, გა­აქვს ჩხრი­ა­ლი ჯი­ბე­ში ფუ­ლებს და მის ნე­ტა­რე­ბას საზ­ღვა­რი არა აქვს: კო­ტე ახ­ლა პა­ტა­რა კი აღარ არის, დე­დის მომ­ხრეა, მი­სი მარ­ჯვე­ნა ხე­ლია და შუ­ა­ზე უყოფს შრო­მას. მი­ვა თუ არა შინ, ახ­ლა მე­ო­რე წყე­ბა სა­რეც­ხი დახ­ვდე­ბა მზათ და წა­უ­ღებს მუშ­ტარს.

ამ ფიქ­რებ­ში იყო კო­ტე, ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ში ჩა­ე­ყო და თან ფუ­ლებს ან­გა­რი­შობ­და, რომ უეც­რათ ქუ­ჩა­ზე დამ­ჯდა­რი გლა­ხის სა­ცო­და­ვი ხმა: “გა­მი­კით­ხე, ღმერ­თი გა­გი­კით­ხავ­სო”, შე­მო­ეს­მა. გლა­ხა იჯ­და ქუ­ჩის პი­რას და გამ­ვლელ-გა­მომ­ვლელს მოწ­ყა­ლე­ბას სთხოვ­და, მაგ­რამ გა­ი­ა­რა ერ­თმა, გა­ი­ა­რა მე­ო­რემ, მე­სა­მემ, მე­ოთ­ხემ და, არც ერ­თმა ყუ­რად­ღე­ბა არ მი­აქ­ცია გლა­ხის მუ­და­რას. კო­ტეს შე­ე­ცო­და გლა­ხა და გუ­ლი მო­დი­ო­და მგზავ­რებ­ზე, რო­მელ­თაც თით­ქო არც კი ეს­მო­დათ გლა­ხის ვედ­რე­ბა. “გულ­ქვა­ვე­ბი, სა­ზიზ­ღრე­ბი!” ფიქ­რობ­და კო­ტე: “რა­ტომ არ აძ­ლე­ვენ თი­თო გროშს საბ­რა­ლოს”. იქ­ნე­ბა, დღეს არა უჭამ­ნია-რა!” ამ დროს კო­ტეს ხელს მოხ­ვდა ჯი­ბე­ში შა­უ­რი­ა­ნი. “ამო­ი­ღე და მი­ე­ცი!” უთ­ხრა გულ­მა კო­ტეს. ამა­ნაც მო­კი­და შა­უ­რი­ანს ხე­ლი, მაგ­რამ უცებ შე­ჩერ­და. ფუ­ლი ხომ მი­სი არ არის, დე­და­მი­სი­საა. თვი­თონ-კი გა­ნა ბევ­რი აქვთ, რომ გლა­ხებს ური­გონ ფუ­ლი? არა, კო­ტე თავს და­ღუ­ნავს და ისე გა­ივ­ლის გლა­ხის წინ, რო­გორც სხვა მგზავ­რე­ბი მი­დი­ან. მარ­თლაც და­ღუ­ნა კო­ტემ თა­ვი და უნ­დო­და უცებ გა­ერ­ბი­ნა მათ­ხო­ვა­რის წინ, მაგ­რამ კი­დევ მო­ეს­მა გუ­ლის შემ­ზა­რა­ვი: “გა­მი­კით­ხე, ღმერ­თი გაგ­ზრდი­სო” და შე­ჩერ­და. გლა­ხას ხე­ლი გა­მო­ეშ­ვი­რა და იმის­თა­ნა თვა­ლე­ბით უყუ­რებ­და კო­ტეს, რომ ბავ­შვმა ან­გა­რიშ მი­უ­ცემ­ლათ ჩა­ი­ყო ჯი­ბე­ში ხე­ლი, ამო­ი­ღო შა­უ­რი­ა­ნი, მი­ცა მათ­ხო­ვარს და გა­იქ­ცა საჩ­ქა­როთ, თით­ქო უკან მის­დევს ვინ­მეო. “ღმერ­თმა გაგ­ზარ­დოს, ღმერ­თი შე­გე­წი­ოს!” წუ­წუ­ნებ­და გლა­ხა მად­ლო­ბის ნიშ­ნათ, მაგ­რამ კო­ტეს აღა­რა­ფე­რი აღარ ეს­მო­და და მირ­ბო­და. მან არ იცო­და რა ჩა­ი­დი­ნა, კე­თი­ლი საქ­მე, თუ ცუ­დი? გლა­ხას ფუ­ლი მის­ცა, მაგ­რამ დე­დას წა­არ­თვა; იმ დე­დას, რო­მე­ლიც წე­ლებ­ზე ფეხს იდ­გამ­და, სის­ხლის ოფ­ლში იწუ­რე­ბო­და და ისე ჭამ­და პურს, ისე ზრდი­და თა­ვისს კო­ტე­საც. გა­ირ­ბი­ნა კო­ტემ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი და გა­ჩერ­და მო­სახ­ვევ­თან, სა­ი­და­ნაც მო­ჩან­და მა­თი სახ­ლი. დგას კო­ტე და აღარ იცის, რა ქნას, რა მო­ი­გო­ნოს შა­უ­რის შე­სა­ხებ. მარ­თლაც რა უნ­და უთ­ხრას დე­დას? მათ­ხო­ვარს მი­ვე­ციო? მე­რე ვინ უთ­ხრა, მი­ე­ციო? არა, კო­ტეს არ უნ­და მი­ე­ცა მათ­ხოვ­რის­თვის დე­დის ფუ­ლი და ვერც გა­უმ­ხელს ამას დე­დას. მაშ რა უთ­ხრას? არა, რა­ღა ამ გზა­ზე დამ­ჯდა­რა მა­ინც ეს გლა­ხა? ამის შემ­დე­გაც ხომ აღარ ენ­დო­ბა დე­და კო­ტეს და აღარ­სად გა­ა­ტანს სა­რეცხს? ამ­ნა­ი­რათ გა­მო­დის, რომ კო­ტეს არ შეძ­ლე­ბია დე­დის მოხ­მა­რე­ბა, უსარ­გებ­ლო ყო­ფი­ლა მის­თვის; დი­ახ, კო­ტე ცუ­დი ბავ­შვია: და­ვა­ლე­ბუ­ლი საქ­მე ვერ შე­უს­რუ­ლა დე­დას, გა­მო­ტა­ნე­ბუ­ლი ფუ­ლი ვერ მი­უ­ტა­ნა და და­უ­კარ­გა. და­უ­კარ­გა?.. არა, კო­ტემ კარ­გათ ქნა, რომ მათ­ხო­ვარს ფუ­ლი მის­ცა; ძა­ლი­ან კარ­გათ, რად­გან, იქ­ნე­ბა, აქამ­დის მში­ე­რი იყო საბ­რა­ლო და ახ­ლა კი შე­უძ­ლია პუ­რი იყი­დოს და ჭა­მოს, მაგ­რამ დე­და­საც რომ ძა­ლი­ან ჭირ­დე­ბა ფუ­ლი? რა­ხა­ნია, სახ­ლის პატ­რო­ნი ქი­რა­სა თხოვს და იმას კი ჯერ ვერ მო­უგ­რო­ვე­ბია მი­სა­ცე­მი ფუ­ლი. არა, კო­ტემ ძა­ლი­ან ცუ­დათ ქნა, რომ დე­დას შა­უ­რი მო­აკ­ლო; კო­ტე ცუ­დი ბავ­შვია.

დგას კო­ტე მო­სახ­ვევ­თან ამ­ნა­ირ ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლი, ხან კმა­ყო­ფი­ლი თა­ვისს საქ­ცი­ე­ლით, ხან უკ­მა­ყო­ფი­ლო, და ვერც იქით წა­სუ­ლა, ვერც აქეთ; უნ­და სახ­ლში მი­ვი­დეს, მაგ­რამ რა პი­რით შე­ხე­დოს დე­დას, რა უთ­ხრას, რო­ცა ის კით­ხავს, შა­უ­რი რა უყა­ვიო?.. ვინ იცის, რამ­დენ ხანს იდ­გო­მე­ბო­და კო­ტე ერთ ად­გილ­ზე, რომ უეც­რათ დე­დის ხმა არ გა­ე­გო­ნა.

_ კო­ტე, კო­ტე, მანდ რას აკე­თებ? რა­ტომ არ მო­დი­ხარ? _ მო­ეს­მა კო­ტეს ნაც­ნო­ბი ხმა და შეკ­რთა. მარ­თას უთო გა­უ­ცივ­და და ხელ-ახ­ლავ აღარ გა­უ­ხუ­რე­ბია, რად­გან დაბ­რუნ­დე­ბო­და თუ არა კო­ტე, პუ­რი უნ­და ეჭა­მათ. იცა­და მარ­თამ, იცა­და და კო­ტეს მოს­ვლას რომ აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლა, გა­მო­ვი­და ქუ­ჩა­ში. გა­ი­გო­ნა თუ არა დე­დის ხმა, კო­ტე, რო­გორც დამ­ნა­შა­ვე, შე­ში­ნე­ბუ­ლი და თავ ჩა­ღუ­ნუ­ლი წა­ვი­და მის­კენ.

_ რა ქე­ნი, მი­უ­ტა­ნე სა­რეც­ხი? _ კით­ხა მარ­თამ.

_ მი­ვუ­ტა­ნე, _ ძლივს ამო­ი­ლუღ­ლუ­ღა კო­ტემ.

_ ფუ­ლი მოგ­ცა?

_ მომ­ცა, აჰა! _ თქვა კო­ტემ და გა­და­ცა დე­დას მუ­ჭით თეთ­რი ფუ­ლი. მარ­თამ უცებ და­ით­ვა­ლა ფუ­ლი და შე­ხე­და შვილს.

_ შა­უ­რი? _ კით­ხა მან. კო­ტე ხმას არ იღებ­და თავ-ჩა­ღუ­ნუ­ლი იდ­გა.

_ შა­უ­რი? _ გა­ნუ­მე­ო­რა მარ­თამ. _ შა­უ­რი რა უყა­ვი? _ კო­ტე მა­ინც ხმას არ იღებ­და. _ არ გეს­მის, რომ გე­კით­ხე­ბი? _ გუ­ლი მო­უ­ვი­და მარ­თას, მო­კი­და ხე­ლი ნი­კაპ­ზე და თა­ვი აუ­წია. კო­ტეს ცრემ­ლე­ბი მო­ე­რია.

_ შა­უ­რიც მოგ­ცა ხომ მუშ­ტარ­მა და რა უყა­ვი? _ კი­დევ კით­ხა მარ­თამ.

_ არა, არ… _ და­იწ­ყო კო­ტემ, მაგ­რამ ცრემ­ლი ყელ­ში მო­ებ­ჯი­ნა და ვე­ღარ და­ა­თა­ვა, რის თქმაც უნ­დო­და.

_ არ მო­უ­ცია?.. რო­გორ არ მოგ­ცემ­და?.. წა­მო, მაშ წა­ვი­დეთ იმას­თან! _ და­ი­ძა­ხა მარ­თამ, და­ავ­ლო ხე­ლი კო­ტეს და და­ა­პი­რა მუშ­ტარ­თან წას­ვლა.

_ კი მომ­ცა, კი… _ ძლივს ამო­ი­ღო ხმა კო­ტემ.

_ მაშ, რა უყა­ვი?.. იყი­დე რა­მე გა­ნა, შე სა­ძა­გე­ლო, შე­ნა?.. რა იყი­დე?.. კა­კა­ლი? მაჩ­ვე­ნე ჯი­ბე­ე­ბი! _ ყვი­რო­და გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი მარ­თა და უშინ­ჯავ­და ჯი­ბე­ებს. მარ­თა გულ-კე­თი­ლი ქა­ლი იყო, მაგ­რამ გა­ჭირ­ვე­ბას გა­ე­სას­ტი­კე­ბი­ნა და გულს წვავ­და თა­ვისს ნა­ოფ­ლა­რის უბ­რა­ლოთ და­კარ­გვა, რო­ცა გარს იმ­დე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბა ეხ­ვია.

_ არა­ფე­რი არ მი­ყი­დია… _ თქვა კო­ტემ და ტი­რი­ლი და­იწ­ყო.

_ მაშ, რა უყა­ვი? _ არ ეხ­სნე­ბო­და მარ­თა.

_ და­მე­კარ­გა, _ უთ­ხრა კო­ტემ ბო­ლოს.

_ რო­გორ და­გე­კარ­გა, სად და­გე­კარ­გა?.. წა­მო­დი ახ­ლა­ვე და მო­ძებ­ნე, სა­დაც და­გე­კარ­გა! _ ამ სიტ­ყვე­ბით და­ავ­ლო მარ­თამ ხე­ლი ბავშვს და წა­იყ­ვა­ნა. _ ეძე­ბე, ეძე­ბე! _ უყ­ვი­რო­და გზა და გზა. კო­ტე ძლივს მი­ჩან­ჩა­ლებ­და და, გულ-ამომ­ჯდა­რი, ტი­რო­და.

_ გა­მი­კით­ხე, ღმერ­თი გა­გი­კით­ხავს! _ მო­ის­მა ამ დროს და ორი­ვე დე­და-შვილ­მა მი­ი­ხე­დეს გლა­ხი­სა­კენ. გლა­ხა იჯ­და იმა­ვე ად­გილ­ზე, ხელ­ში პუ­რი ეჭი­რა; თან ჭამ­და და თან ივედ­რე­ბო­და. კო­ტეს ჯერ ეწ­ყი­ნა თა­ვისს ტან­ჯვის მი­ზე­ზის და­ნახ­ვა, მაგ­რამ, რო­ცა ნა­ხა, რა მა­დი­ა­ნათ შე­ექ­ცე­ო­და გლა­ხა პურს, იფიქ­რა, ეს ჩე­მი მი­ცე­მუ­ლი შა­უ­რით იქ­ნე­ბა ნა­ყი­დიო და კმა­ყო­ფი­ლე­ბა იგ­რძნო.

_ იქ­ნე­ბა შენ ნა­ხე შა­უ­რი­ა­ნი?.. ამ ბავშვს აქ შა­უ­რი­ა­ნი და­ე­კარ­გა და შენ ხომ არ გი­ნა­ხავს? _ კით­ხა მარ­თამ მათ­ხო­ვარს, რო­ცა მი­უ­ახ­ლოვ­დნენ. უკა­ნას­კნელ­მა გაკ­ვირ­ვე­ბით შე­ხე­და ჯერ მარ­თას, მე­რე კო­ტეს და გა­ი­ღი­მა. მან იც­ნო კო­ტე და მიხ­ვდა ყვე­ლა­ფერს.

_ არა, მე არ მი­ნა­ხავს, _ თქვა მან.

_ აბა რა იქ­ნა _ და­იწ­ყო მარ­თამ: _ ამ სა­ძა­გელს სა­რეც­ხი გა­ვა­ტა­ნე მუშ­ტარ­თან და მა­ნე­თი და ერ­თი შა­უ­რი უნ­და მო­ე­ტა­ნა; მა­ნე­თი მო­ი­ტა­ნა და შა­უ­რი-კი და­მე­კარ­გაო, მით­ხრა. _ გლა­ხამ შე­ხე­და კო­ტეს, რო­მე­ლიც, სრუ­ლი­ად დამ­შვი­დე­ბუ­ლი, მი­ჩე­რე­ბო­და მას. გლა­ხა მი­უბ­რუნ­და მარ­თას და ვედ­რე­ბით უთ­ხრა:

_ შა­უ­რი მე მომ­ცა, ნუ გა­უ­ჯავ­რდე­ბი!.. კე­თი­ლი ბავ­შვი ყო­ფი­ლა, ღმერ­თმა გა­ზარ­დოს და კაი კა­ცი გა­მო­იყ­ვა­ნოს.

_ შენ მოგ­ცა?.. _ გაკ­ვირ­ვე­ბით წა­მო­ი­ძა­ხა მარ­თამ.

_ დი­ახ, მე მომ­ცა და აი, პუ­რი ვი­ყი­დე კი­დეც, _ უთ­ხრა გლა­ხამ და აჩ­ვე­ნა პუ­რი.

_ მე­რე რა­ტომ მა­შინ­ვე არ მით­ხა­რი, შვი­ლო, თუ გლა­ხას მი­ე­ცი, რო­ცა გკით­ხე, რა უყა­ვი-მეთ­ქი? _ ტკბი­ლი ხმით მი­უბ­რუნ­და მარ­თა კო­ტეს და და­უს­ვა ალერ­სით თავ­ზე ხე­ლი _ გლა­ხის მი­ცე­მა ცუ­დი არ არის და რა­კი მი­ე­ცი, რა­ღა­ზე და­მი­ფი­ცე? მარ­თა­ლია, ჩვენ თვი­თონ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ ეს კი­დევ უფ­რო გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია ჩვენ­ზე. ნე­ტა ბევ­რი მოგ­ვცა, რომ ბევ­რის მი­ცე­მა შე­ვიძ­ლოთ…

_ ეჰ, _ ამო­ოხ­ვრით და­იწ­ყო გლა­ხამ; _ გა­ჭირ­ვე­ბულს ისევ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი თუ გა­ი­კით­ხავს, თვა­რა მდი­დარს ჩვე­ნი არა ეყუ­რე­ბა-რა. დი­ლი­დან აქ ვზი­ვარ და ამ ბავ­შვის მეტს ჩემ­თვის სა­მოწ­ყა­ლო არა­ვის მო­უ­ცია. ღმერ­თმა გა­ზარ­დოს და კე­თილ გულ­თან იმ­დე­ნი შეძ­ლე­ბაც მის­ცეს, რომ ყო­ვე­ლი გლა­ხი­სა და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლის გა­კით­ხვა შეძ­ლოს…

მარ­თას სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბით აევ­სო თვა­ლე­ბი; მოხ­ვია ხე­ლი თა­ვის პა­ტა­რა ქველ-მოქ­მედს და ორი­ვე დე­დაშ­ვი­ლი მხი­ა­რუ­ლად წა­ვი­დენ ში­ნის­კენ…

მსგავსი ჩანაწერები

კომენტარის დამატება

Back to top button