ისტორიაპიროვნება

,,სტალინის ბრძანებით გერმანიის სამკურნალო ცენტრებში გააგზავნეს”

ცნობილი მათემატიკოსი, პირველი ქართულენოვანი სასკოლო, ტექნიკური დისციპლინების (მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია) შემქმნელი.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართულ სკოლებში ყველა სასწავლო დისციპლინა რუსულ ენაზე ისწავლებოდა.

ამ დროს სტალინმა მოთხოვა საქართველოს მთავრობას ჩამოეყალიბებინა სამეცნიერო საბჭო და შეექმნათ ქართულენოვანი ორიგინალური სახელმძღვანელოები, ყველა საგანში.

ტექნიკურ დისციპლინებში სახელმძღვანელოების შექმნა აკად. ნიკო მუსხელიშვილსა და კონსტანტინე კანდელაკს დაევალა.

მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად მეცნიერებათა აკადემიამ ვიზა დაამტკიცა კონსტანტინე კანდელაკის მიერ შექმნილი პირველი ქართული სახელმძღვანელოები.

დაახლოებით, 50-იან 60-იან წლებამდე ყველა ქართულ სკოლაში ისწავლებოდა კონსტანტინე კანდელაკის მიერ შექმნილი ორიგინალური, ქართული სახელმძღვანელოები.

თუმცა, თავად კონსტანტინეს საკუთარი შრომის შედეგი არ უნახავს: დღედაღამ თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მხედველობის ნერვის ატროფია განუვითარდა და დაბრმავდა.

ავადმყოფობის წინაშე უძლურები აღმოჩნდნენ ქართველი მედიკოსები, ამიტომ, სტალინის ბრძანებით კონსტანტინე გერმანიის სამკურნალო ცენტრებში გააგზავნეს, მის პოლონელ არისტოკრატ მეუღლესთან ერთად.

კონსტანტინე კანდელაკი სამი წელი გადიოდა მკურნალობას გერმანიის წამყვან კლინიკებში და მოახერხეს მხოლოდ ის, რომ 100%-იანი სიბრმავისგან იხსნეს – გრძნობდა მხოლოდ დღის სინათლეს.

კონსტანტინე კანდელაკის ნაშრომი ხელნაწერები ინახება ქუთაისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

როგორც ამბობენ, ამ ყველაფერთან ერთად, კონსტანტინე კანდელაკი საკმაოდ შეძლებული და გულუხვი ადამიანი, მთელი სამეზობლოს და სანათესაოს მარჩენალი იყო.

წყარო – უცნობი ქუთაისი

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button