ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bakkt-ის პრეზიდენტი პროგნოზირებს არარეგულირებადი კრიპტოსავალუტო ბირჟების გაქრობას

ადრე თუ გვიან არარეგულირებადი Bitcoin-ბირჟები მუშაობას შეწყვეტენ – ამგვარი მოსაზრება გამოთქვა კრიპტოსავალუტო პლატფორმა Bakkt-ის პრეზიდენტმა ადამ უატმა კომპანიის დახურულ ღონისძიებაზე თელ-ავივში – გვაცნობებს CryptoPotato. 

„დღესდღეობით ჩვენ ვხედავთ ოფშორულ ვაჭრობას ძალიან შეზღუდული KYC და AML ზომებით. რეგულატორები შენელებულად, თუმცა დაჟინებით მოქმედებენ. ისინი არ დაუშვებენ, რომ ასეთი ვითარება სამუდამოდ გაგრძელდეს, ”- თქვა მან. 

ამჟამად Bakkt გვთავაზობს ფიუჩერსულ კონტრაქტებსა და კასტოდიალურ სერვისებს კონკრეტულად მხოლოდ Bitcoin-ისთვის. კითხვაზე – გეგმავს თუ არა კომპანია სხვა კრიპტოვალუტების მხარდაჭერის დამატებას, პრეზიდენტმა შემდეგნაირად უპასუხა: 

„გვსურს, გვქონდეს იმ ყველაფრის შენახვის შესაძლებლობა, რაც ჩვენს მომხმარებლებს სურთ, რადგანაც ჩვენ წარმოვადგენთ ბიზნესს და მათ უნდა შევთავაზოთ მომსახურება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ICE (პლატფორმის ოპერატორი) წარადგენს ფიუჩერსებს ყველა კრიპტოაქტივზე? სავარაუდოდ, არა. ბევრ კრიპტოვალუტაზე ჯერ კიდევ გაურკვეველია, არიან ისინი ფასიანი ქაღალდები, ვალუტები თუ სავაჭრო საქონელი“. 

უაიტმა აღნიშნა, რომ დღესდღეობით Bakkt მსოფლიოში ერთადერთი რეგულირებადი Bitcoin-ბაზარია, აგრეთვე შეადარა პლატფორმის შემოთავაზება კომპანია Coinbase-ის კასტოდიალურ სერვისს, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც თავად გახლდათ წარსულში გარკვეული პერიოდის მანძილზე. 

„მე Coinbase-ის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი ვიყავი, ისინი კი თავიანთ სერვისს საცავსაც კი არ უწოდებდნენ. ეს იყო უბრალოდ პროდუქტი, რომელიც ვაჭრობის საშუალებას იძლეოდა“ – განაცხადა მან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button