ჯანმრთელობა

საავადმყოფო, რომელიც სასტუმროს ჰგავს

გლუვი განათება, ხმაური, უცნობი სახეები, შეზღუდული საკვები და ექიმის მიერ გადაწყვეტილი ძილი. ეს ის ჩამონათვალია, რომელიც მრავალი პაციენტის შავი სიის ჩამონათვალში შედის საავადმყოფოში მოხვედრისას. იმ დროს, როდესაც თქვენ თავს სუსტად და დაუცველად გრძნობთ, გეშინიათ ექიმების, დანიშნული მედიკამენტებისა და არ გნებავთ სტრესულ გარემოში ყოფნა, პაციენტის ლოიალურობისა და ნდობის მოსაპოვებლად, ჯანდაცვის ინსტიტუტები ეძებდნენ გამოსავალს საავადმყოფოს პირობების გასაუმჯობესებლად. “ბრძოლა არის ის, თუ როგორ ვუზრუნველყოფთ საუკეთესო ურთიერთქმედებას ზრუნვის ყველა ეტაპზე”. განაცხადა
ჯეისონ ვოლფმა, Beryl Institute_ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიმენსის ჯანდაცვის აღმასრულებელ სამიტზე. ვოლფმა დაგროვებული გამოცდილებით მოახდინა შეექმნა ისეთი სივრცე, სადაც ოჯახის წევრები თავად გადაწყვეტდნენ თუ როგორ გარემოში გაეკეთებინათ ოპერაცია. საავადმყოფოს ოთახები და ტერიტორიები პაციენტისთვის მისაღები და კომფორტული უნდა იყოს. ოთახებში განათებები კონკრეტული დროის მიხედვით უნდა იცვლებოდეს და ხმაურის დონე მინმუმადე უნდა იყოს შემცირებული. აქედან გამომდინარე, შეიქმნა “Northwell Health” – ადგილი, სადაც არის თბილი ატმოსფერო, საავადმყოფო, რომელიც სასტუმროს მსგავსია.


“Northwell Health” არის ძალიან დიდი ჯანდაცვის ინტეგრირებული სისტემა და უმსხვილესი კერძო დამსაქმებელი ამერიკის შეერტებულ შტატში,სადაც 67000 ზე მეტი თანამშრომელია. კომპანიის მისიაა, ყოველთვის იყვნენ დამოკიდებულნი პაციენტის კეთილდღეობასა და კომფორტზე, რომელიც აისახება მათ ჯანმრთელობასა და ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების კმაყოფილებაზე. კომპანიამ შექმნა “მზრუნველბის კულტურა”, რომელიც გულისხმობს ჩართულობას, ცნობიერებას, პატივისცემასა და თანაგრძნობას.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button